საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ქ. ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორის, ტარიელ კალანდაძის, განათლების სამინისტროს მიერ დირექტორობის არჩევნებში ჩახსნას ეხმაურება:
„ოზურგეთის # 4 სკოლის დირექტორი, როგორც გავიგე, აწ უკვე ყოფილი, ტარიელ კალანდაძე – სოფელ ნატანებიდან ფეხით დადიოდა ქალაქამდე – ქარში და წვიმაში, თოვლში და უბედურებაში, საკუთარი სახლიდან მოჰქონდა მცირედი და მოსწავლეებს უნაწილებდა. ეს სკოლა, რეალურად, საკუთარი სახელით და გაქანებით, ნოვაციურობით და მოსწავლეებისადმი უკიდურესად ჰუმანური დამოკიდებულებებით ტარიელის შექმნილია იმ პედაგოგებთან ერთად, ვინც ახლა მისი გაშვების წინააღმდეგია. ოფიციალური მიზეზი ეგ არის – თურმე გასაუბრება ვერ გაიარა. რას ესაუბრნენ ის მოსაუბრეები ამისთანას იმ სკოლაზე, რომლის ყველა კენჭის ამბავი ზეპირად იცის, ვერ მოგახსენებთ. ტარიელი, პოლიტიკურად აქტიური კაცი არ არის და რომც იყოს, ვისი რა საქმეა? არავის. მე მას ვიცნობ, კარგად არ, მაგრამ იმდენად კი, რომ ეთქვა – დამიცავიო. სიტყვა არ დასცდენია. სხვისგან გავიგე. აუცილებლად დავიცავ. აუცილებლად “_წერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
გამოქვეყნებიდან 8 საათის განმავლობაში გიორგი კეკელიძის ამ პოსტს 4 ათასამდე მომხმარებელი იწონებს, 530-ზე მეტი კომენტარი აქვს და 40-ზე მეტი გაზიარება.
მსგავსი სტატიები
- 67დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 61საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 58საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 57"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 54საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…