დღეს,  ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის საკონცერტო დარბაზში ახალგაზრდა საოპერო მომღერლის გიორგი გობრონიძის კონცერტი გაიმართა, რომელსაც ცენტრის თანამშრომელი მაია გელაშვილი უძღვებოდა.

გიორგი გობრონიძე საზოგადოების წინაშე წარდგა ისეთი დიდი კომპოზიტორების ნაწარმოებებით, როგორიცაა მოცარტის „ფიგაროს ქორწინება,“(აქ ფიგაროს არია შეასრულა), როდრიგოს არია და რენატოს არია ჯ. ვერდის ოპერებიდან „დონ კარლოსი“ და „ბალ მასკარადი“, ბონონჩინის ძველებური არია _„პერლა გლორია“;ასევე  ნეაპოლიტანური რომანსი დე კურტესი; ფალვო _დიჩიდენჩელო ვიუე.

ახალგაზრდა მომღერალმა შესანიშნავად შეასრულა ოთარ თაქთაქიშვილის რომანსი „მთაწმინდის მთავრე,“ ზაქარია ფალიაშვილის „ინკუბუსის კუპლეტები“ ოპერიდან „ლატავრა;“ გოჩას არია ბალანჩივაძის ოპერიდან „დარეჯან ცბიერი“…

საღამო დაამშვენა ცნობილი მომღერლის ლევან ნინიძის მიერ შესრულებულმა რ. ლეონკავალო კარიოს არიამ და  დარეჯან სხვიტარიძის ეთერის არიამ ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერიდან.“

გიორგი გობრონიძეს მიესალმნენ ფოკლორის ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ სურგულაძე, მისი ყოფილი პედაგოგები ეთერ პავლიაშვილი, ვერიკო ხუხუნაიშვილი…

  • * * *
  • გიორგი გობრონიძემ წმინდა ნინოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა;
  • დაასრულა ჯუმბერ დუნდუას ქორეოგრაფიული სტუდიის სრული კურსი;
  • სწავლობდა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრთან არსებულ სტუდიაში _„ჩარლი,“ სადაც გადიოდა სამსახიობო ოსტატობას და მონაწილეობდა სპექტაკლებში;
  • მღეროდა ჯემალ ჭელიძის ანსამბლში;
  • 2011-2012 წლებში იყო ოზურგეთის გურული სიმღერების შემსწავლელი და აღმდგენი სალოტბარო სკოლა-ანსამბლის წევრი;
  • 2017 წელს დაასრულა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა ;
  • სწავლობს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის აკადემიური ვოკალის მე-4 კურსზე;
  • იყო მიწვეული იტალიის ქალაქ ბუსეტოში კონკურსში „ვერდის ხმები“, სადაც ნახევარფინალში იმღერა;
  • 2024 წელს მიწვეულიa ბერლინის ფილარმონიაში; მიწვეულია და ასევე სწავლას აგრძელებს ქალაქ რომში ცნობილი ბანის ბორის ხრსიტოვის სახელობის აკადემიაში 2024 წლის ივლისიდან 2026 წლის ივლისამდე;
  • არის ბათუმის რეგიონალური ვოკალის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი;

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 63
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 62
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 49
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 48
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…
  • 47
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…