2024 წლის 9 ივლისს, „ბახვი ჰესმა“ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონს, ოზურგეთელ 10 წლის ლაზარე ჩხარტიშვილს საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა. ღონისძიება საჭადრაკო კლუბ „გურიაში“ გაიმართა და მას კომპანიის წარმომადგენლებსა და ლაზარეს ოჯახის წევრებთან ერთად გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

ლაზარე ჩხარტიშვილი ჭადრაკში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 8 წლის ასაკში გახდა, ხოლო 9 წლის ასაკში მან საქართველოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ის ჭადრაკში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც გაემგზავრება, რომელიც ჩეხეთსა და იტალიაში გაიმართება.

„ლაზარემ 5 წლის ასაკიდან დაიწყო ჭადრაკში მეცადინეობა, მისთვის საყვარელი სპორტია და პროფესიად აქცევს მას. მან მოიპოვა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების საგზურები. მაქსიმალურს აკეთებს, რაც შეუძლია, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელოს.

ეს დღე მისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა და გაორმაგებული ძალებით გააგრძელებს მუშაობას. მადლობა ბახვი ჰესს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო საჩუქარი გადასცა მას. მადლობა კომპანიას. ეს ლაზარესთვის დიდი მოტივაცია იქნება“,_ განაცხადა ლაზარე ჩხარტიშვილის დედამ, თამარ ქათამაძემ.

„ბახვი ჰესის მიერ ხორციელდება საკმაოდ დიდი ინვესტიცია. საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითია მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს შორის. დღევანდელი დღეც ამის ნათელი დადასტურებაა. გურიის რეგიონში, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გვყავს საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში, ლაზარე ჩხარტიშვილი 10 წლის ასაკის. ეს არის გურიისთვის პირველი პრეცენდენტი, რომ ამ ასაკის საქართველოს ჩემპიონი გვყავს. კომპანიამ გამოხატა ინიციატივა და ლაზარეს დღეს საჩუქრად გადაეცა ლეპტოპი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ბახვი ჰესს და წარმატებები ვუსურვო ლაზარეს“,_ განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.

           „დღევანდელი დღე ბახვი ჰესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. 10 წლის ლაზარეს, რომელიც ამ ასაკში ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა, საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადავეცით. მივიღეთ ინფორმაცია, რომ როგორც სკოლის, ასევე ჭადრაკთან დაკავშირებული დავალებების ხარისხიანად შესრულებისთვის მას სწორედ ეს ნივთი სჭირდებოდა. შესაბამისად, დღევანდელი დღე არა მარტო ლაზარესთვის, არამედ კომპანიისთვისაც დიდი მოტივაციაა, რადგან გვსურს მომავალი თაობის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. წარმატებებს ვუსურვებთ ლაზარეს დაგეგმილ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. დარწმუნებულები ვართ, ის ჩვენს ქვეყანას და გურულებს კიდევ ერთხელ ასახელებს“,_ განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 68
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 65
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 63
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 62
    ირაკლი ტუღუშს და გიორგი კვარაცხელია მსოფლიო ქამარი გადაეცათ2023 წლის 21-25 დეკემბერს თბილისში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ჩატარდა მსოფლიო თასი ბუდოს საბრძოლო ხელოვნებაში. (კიკბოქსინგში, mma ში, კიოკუშინკაი კარატეში,გრეპლინგში ბრაზილიური ჯიუჯუცუ, კრივში, უშუ სანდაში, და ტაეკვონდოში). შეჯიბრი 6 წლის ასაკიდან 18 წლამდე და პლიუს 18 წლის და ვეტერანებშიც ჩატარდა...შეჯიბრს ორგანიზება გაუწია მსოფლიოს ბუდო კარატეს ფედერაციამ და საქართველოს ბუდოს საბრძოლო ხელოვნებათა…
  • 61
    გონებისკარში ძველი ეკლესიის აღდგენა იწყება – ადგილობრივთა ინიციატივა და ბიზნესის მხარდაჭერა გონებისკარი ამ ზაფხულს სხვანაირად გამოცოცხლდა,  ძველი სასაფლაოს ადგილას სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. „ჩვენი სოფელი, ძველად - გომების კარი, აერთიანებს შემოქმედის თემის ორი დიდ სოფელს გომსა და შემოქმედს, ისტორიულად მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა ჩვენს სოფელს, კარიბჭის, გამაერთიანებლის, შემრიგებლის... 1871-1916 და 1862-1896 წლებში იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული წიგნების საძიებელში ფიქსირდება კარისყურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც…