გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განიხილეს და მოიწონეს. მათ შორის სოფლების: მერია, ხვარბეთი, კონჭკათი, თხინვალი, ნაღობილევი, მელექედური წყალმომარაგების ქსელის სისტემის მოწყობის შესახებ. აღნიშნული პროექტი 4500 აბონენტის უწყვეტ წყალმომარაგებს ითვალისწინებს და 28 830 430 ლარი დაიხარჯება.
ასევე განიხილეს და მოიწონეს სოფელ ნაგომრის წყლის სისტემის მოწყობის შესახებაც. ამ სოფელში რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდიდან 4 012 244 ლარი დაიხარჯება. ამ პროექტის დასრულების შემდეგ ნაგომრის, ჟანაურას, შუა ისნარის და მაღალი ეწერის 400 აბონენტი და რამდენიმე ჩაის გადამამუშავებელი საწარმო წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.
_უპრეცედენტო პროექტია. მსგავსი რამ 2012 წლამდე ერთხელ არ განხორციელებულა, რამდენიც არ უნდა იალაპარაკონ, ეს ხდება „ქართული ოცნების“ დროს _ განაცხადა სოფლების მერია, ნაღობილევი, ხვარბეთი, თხინვალი, კონჭკათი მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტარიელ (გელა) აროშიძემ.
_ახლა ტარიელ აროშიძეს ვეჩხუბო? ფუი, მართლა ფუი… 2012 წლამდე მართლა არაფერი გაკეთებულა?სირცხვილი არაა? არც კი რცხვენიათ… რა უნდა გელაპარაკოთ _ უპასუხა აროშიძეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გოჩა შარაშენიძემ.
_ რა გაკეთდა თქვენს დროს, რა მდგომარეობაში იყო სოფლები? 2012 წლის შემდეგ აშენდა ჩვენს სოფლებში სკოლები, ბაღები, დაიგო ბეტონის გზები, მოეწყო დღის განათებები … რომელი ერთი ჩამოვთვალო _ამბობდა ტარიელ (გელა) აროშიძე.
_არ ვაპირებთ თქვენთან კამათს. აზრი არ აქვს _განაცხადა შარაშენიძემ და ხმაურის გარეშე ფრაქციიდან სხდომაზე დამსწრე კიდევ 2 დეპუტატთან ერთად სხდომა დატოვა.
როგორც შემდეგ დავაზუსტეთ, უშუალოდ სოფლებში მერია, ნაღობილევი, ხვარბეთი, თხინვალი, კონკათის წყალმომარაგების პროექზე 26 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მსგავსი სტატიები
- 51დღეს, ოზურგეთის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება დაამტკიცა. პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ წარმოადგინა. ეს პროექტებია:სოფ. ოზურგეთში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;ლიხაურში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;შრომაში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;დანჩენკოს ქუჩაზე სკვერის მოწყობა;ქალაქ ოზურგეთში მალაზონიას ქუჩაზე (კორტების მიმდებარედ) სანიაღვრე არხის მშენებლობის სამუშაოები.
- 50მოსახლეობა კურორტ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე „მაგთის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს. გუშინ გაზეთ „ალიონს“ კურორტ ბახმაროდან საგარაკო სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაუკავშირდა და მისიი გულისწყრომა გადმოგვცა: _ჩვენი ბავშვობა ამ კურორტზე გავატარეთ. შესანიშნავი კურორტი გვქონდა და ყველა შეძლების ადამიანი ისვენებდა აქ. ახლა აქ განუკითხაობაა. ვინ რას აშენებს, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შემდეგ, ვერ გაიგებ. შიგ…
- 50_ ათეული წლებია ვოცნებობდით ჩვენი უბნის მცხოვრებლები, რომ ასფალტირებული გზა გვქონოდა. შარშან გავიგეთ, რომ ტენდერი გამოცხადდა. შემდეგ გზის მშენებლობა დაიწყო. ძალიან გვიხაროდა. როგორც შეგვეძლო, ისე ვაქცევდით ყურადღებას მშენებლებს. გვეგონა ზამთრის დადგომამდე დასრულდებოდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ვერ მოასწრეს. დეკემბრის ბოლოს, ძალიან ცუდ ამინდების დროს მოიტანეს უხარისხო ასფალტი და დააგეს ერთი ფენა.(გვითხრეს,…
- 49სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 104 877…