15 სექტემბერს ქ. ბათუმში, მკლავჭიდში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის ვეტერანმა და მოქმედმა სპორტსმენებმა და შინ ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო წამოიღეს.
I ადგილი
ფირუზ მარკოიძე ( 55 კგ) მარჯვენა და მარცხენა მკლავი
III ადგილი
ლუკა სალუქვაძე ( 65 კგ)მარჯვენა მკლავი
ილია ჟვანია , ვეტერანი სპორტსმენი ( 75 კგ ) მარჯვენა მკლავი.
გამარჯვებულებს მედლები , თასები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
მკლავჭიდელებს გამორჩეულად კარგი სეზონი აქვთ და ეს სპორტსმენებისა და მწვრთნელების ერთობლივი დამსახურებაა.
გუნდი ასპარეზობისთვის – გიორგი რუსიეშვილმა, ილია ჟვანიამ და ზურაბ ბურჭულაძემ მოამზადეს.
მსგავსი სტატიები
- 96
31 მაისსა და 1 ივნისს ქ. ჭიათურაში უმცროს ჭაბუკებს შორის ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში რეპუბლიკური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ 18 მედალი მათ შორის 4 ოქტო, 3 ვერცხლი და 11 ბრინჯაო წამოიღეს. მწვრთნელი - ლაშა ქადეიშვილი… - 96
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 95
11 - 13 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში უმცროს ჭაბუკებს შორის ბ/რ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა და შინ 4 ოქროთ, 2 ვერცხლითა და 3 ბრინჯაოთ დაგვიბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : I ადგილი გიგა… - 94
17-18 მაის ქალაქ ბაღდათში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში , უმცროს ჭაბუკებს შორის თემურ ვაშაყმაძის სახელობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ 10 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო წამოიღეს. სპორტსმენებსა და შედეგებს გაგაცნობთ მწვრთნელების მიხედვით : კახაბერ აბაშიძე… - 94ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში ( 2010 - 2011 წწ დაბადებულია შორის) საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ყველა დროის გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი, რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ფართომასშტაბიანი იყო და მასში: ხელვაჩაურის, ხულოს, ბათუმის, ქუთაისის, ჭიათურის, ბაღდათის,ლანჩხუთის ზესტაფონის, ოზურგეთის, ფოთისა და ხობის სასპორტო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს და…