ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი პიროვნული ღირსებების შესახებ, თორნიკემ, ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან მიიქცია სპეციალისტების ყურადღება, მას ყველა ასაკში ჰქონდა მოგებული რეგიონალური ჩემპიონატები და ტურნირები. თვალსაჩინო გახდა მისი მიღწევები რეპუბლიკურ ჩემპიონატებში და ტურნირებში, რის საფუძველზეც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც გახდა და 15 წლისა უკვე სპორტის ოსტატობის კანდიდატიც გახდა,რაც მაშინ სასკოლო ასაკში ძნელად მისაღწევი შედეგი იყო. ის იყო პირველი ოზურგეთელი და ყველაზე ახალგაზრდა(16 წ.), რომელმაც გურიის ჩემპიონობა მოიპოვა(2000 წ.) . მას სამჯერ აქვს მოპოვებული რაიონული ჩემპიონატი, სასკოლო ასაკში იყო საქართველოს ჩემპიონი და ორჯერ პრიზიორი. ახალზრდულ ასაკში დაოჯახებული თორნიკე, 2005 წლიდან წარმატებულ ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, თუმცა ჭადრაკის სიყვარული მას არ განელებია. 2013 წელს, გარდაცვალებამდე (ავტოავარია) ორი თვით ადრე, გურიის გუნდურ ჩემპიონატზე ოზურგეთელთა სახელით იასპარეზა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.სიცოცხლის 29 წლის მანძილზე, მან თავისი მაღალი პიროვნული ღირსებებით და ნიჭიერებით შეძლო, დიდი პატივისცემა და სიყვარული დაემსახურებინა როგორც მოჭადრაკეებში,ისე ზოგადად საზოგადოებაში. 2014 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით დააკმაყოფილა საზოგადოების მოთხოვნა და ქ.ოზურგეთის ერთერთ ქუჩას მიანიჭა თორნიკე ხვედელიძის სახელი.
რაც შეეხება საკუთრივ ტურნირს, როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესო გამოდგა.იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამეტით ჩატარდა და მასში ბევრი ტიტულოვანი მოჭადრაკე იყო ჩართული. ტურნირში მამაკაცებს შორის მხოლოდ ორი გოგონა მონაწილეობდა, ლანჩხუთელი ნინო გუნია და ლილე ფირცხალაიშვილი, საბოლაოდ სწორედ ნინო გუნიამ შეძლო სტაბილური წარმატებით გაევლო მთელი ტურნირი, რომელმაც ტოლი არ დაუდო ტიტულოვან მამაკაცებს და 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. 5,5-5,5 ქულით II-IV ადგილები გაიყვეს ოზურგეთელმა გივი სიამაშვილმა და ლანჩხუთელებმა ადამ ხუხუნაიშვილმა და ნუგზარ გვარჯალაძემ.მისასალმებელია, რომ წელს ნინო განსაკუთრებული წარმატებით ასპარეზობს. მან წელს ორ გაიმარჯვა საერთაშორისო ტურნირში , ამდენჯერვე პრიზიორიც იყო.აქვს მაღალი რეიტინგი და ამიტომ მამაკაცებში მისი წარმატება სპეციალისტებს არ გაჰკვირვებია.
წარმატებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით; მიუხედავად იმისა ტურნირი არ ითვალისწინებდა და არც იყო დაწესებული ფულადი პრიზები, ის მაინც გაიცა. კერძოდ, თორნიკე ხვედელიძის მშობლემმა, რომლებმაც მადლიერება გამოხატეს მათი შვილის ესოდენ დაფასებისათვის, ტურნირის პრიზიორებისათვის და მოსახსენებელი სუფრისათვის საკმაო თანხა გაიღეს.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი

მსგავსი სტატიები

  • 95
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 94
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 91
    „ეს იყო საოცარი და დაუვიწყარი ცერემონია“4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
  • 90
    10 მედალი ჩვენია!11 - 13 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში უმცროს ჭაბუკებს შორის ბ/რ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა და შინ 4 ოქროთ, 2 ვერცხლითა და 3 ბრინჯაოთ დაგვიბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : I ადგილი გიგა…
  • 90
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…