ქეთევან ხომერიკი – ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა, საკრებულოს სხდომაზე მიღებული განკარგულება უხეშად დაარღვიეს და გარემონტებული კორპუსების იერსახე დაამახინჯეს
„ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა და ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა – პეტრე სალუქვაძემ, სოფო ქარცივაძემ, ალეკო ბურჭულაძემ, გიორგი (ჟორია) სირაძემ“, – წერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქეთევან ხომერიკი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, გარემონტებული კორპუსების იერსახის დამახინჯებით, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა, უხეშად დაარღვიეს საკრებულოს სხდომაზე მიღებული განკარგულება.
ხომერიკის თქმით, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, რომლისგანაც გახარიას გუნდი არ განსხვავდება.
„ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა და ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა – პეტრე სალუქვაძემ, სოფო ქარცივაძემ, ალეკო ბურჭულაძემ, გიორგი (ჟორია) სირაძემ. სამარცხვინოა, რომ ამით, საკრებულოს სხდომაზე მიღებული განკარგულება უხეშად დაარღვიეს და 13 ოქტომბერს ღამით ვ. დოლიძისა და ი. ჭავჭავაძის ქუჩებზე მოქალაქეების გადასახადებითა და ევროკავშირის დაფინანსებით გარემონტებული კორპუსების იერსახე დაამახინჯეს.
ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელწერა, რომლისგან გამონაკლისი არც გახარიაა. მოვუწოდებთ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებს პეტრე სალუქვაძეს, სოფო ქარცივაძეს, ალეკო ბურჭულაძეს, გიორგი (ჟორია) სირაძეს უმოკლეს დროში უზრუნველყონ კედლების გასუფთავება და მომავალში, ასეთი უხეში დარღვევისგან თავი შეიკავონ. მოთხოვნის დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვთხოვ, ოზურგეთის მერიას გაასუფთაოს დამახინჯებული კედლები და დაუბრუნოს მათ ნორმალური იერსახე. #გახარიაამახინჯებსოზურგეთს #ყველაგავუფრთხილდეჩვენსქალაქს,“ – წერს ქეთევან ხომერიკი.
გაზეთი „ალიონი“ ამ საკითხზე პარტია „გახარია საქართველოსათვის“ ოზურგეთის ორგანიზაციისა და საკრებულოს ფრაქციის თავამჯდომარეს ალეკო ბურჭულაძეს დაუკავშირდა.
„პარტია „გახარია საქართვეკოსთვის “ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის აქტივისტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოქვეყნებული ყველა პლაკატი და ბანერი არჩევნების შემდეგ უნდა მოიხსნას. გარდა ამისა, ის ადგილები, სადაც ჩვენი პარტიის საარჩევნო პლაკატები არის განთავსებული, სათანადოდ უნდა გაიწმინდოს და ნებისმიერი ადგილი დაიბრუნებს პირვანდელ სახეს. თუ რომელიმე პლაკატი მიმაგრებულია არასწორ ადგილას, ის შეიძლება მოიხსნას და გადავიტანოთ სხვა ადგილას“. გააფერადე # 25 „გახარია საქართველოსთვის “ „ოზურგეთი საქართველოსთვის“ _ გვწერს ფრაქციის თავმჯდო ომარე ალეკო ბურჭულაძე.
მსგავსი სტატიები
- 6826 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…
- 65პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, დაბა ნარუჯისა და ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს…
- 65დავასრულეთ საარჩევნო კამპანია გურიაში. შევხვდით ყველა თაობის ადამიანს და გვქონდა პოზიტიური შეხვედრები, სადაც მოსახლეობას გავაცანით „ქართული ოცნების“ პროგრამის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. გამოწვევები კვლავ რჩება, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეტაპობრივად მოვაგვარებთ და ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. მეამაყება, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენდი გურიას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი.…
- 64საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…
- 64დღეს, ოზურგეთის #60 საოლქო კომისიის სხდომაზე ოზურგეთში #03 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ამავე საუბნო კომისიის მდივანს გაფრთხილება მისცეს. როგორც კომისიის სხდომაზე გაირკვა, #03 კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არასწორად ქონდათ ოქმში მითითებული. არ ჰქონდა ბათილი ბიულეტენები გათვალისწინებული ანუ 1253-ის ნაცვლად უნდა ყოფილიყო 1276 ამომრჩევლი.ასევე არ ჰქონდათ შესაბამის…