როგორც წესი, ამ მსაჯს უფრო დიდ მატჩებს ანდობდნენ ხოლმე. ამჯერად კი თბილისში საქართველო-ალბანეთს გაუძღვება.
ეს ნიდერლანდელი დანი მაკელია. ევროპის ჩემპიონატის დროს დისკვალიფიკაცია მისცეს: ჯგუფში ხორვატია-იტალიას 8 წუთი დაამატა, რაც ძალიან ბევრი იყო. უეფამ დასაჯა და ევროპაზე მეტი მატჩი აღარ ამსაჯა. შეგახსენებთ, იტალიამ სწორედ 98-ე, ბოლო დამატებულ წუთზე გაათანაბრა – 1:1.
მაკელის მიმართ წინა ევროპაზეც იყო პრეტენზია. დანიელებისგან. ინგლისი-დანიის ნახევარფინალი, 105-ე წუთი, 1:1-ზე პენალტი დანიშნა და ჰარი კეინმა გაიტანა. სკანდინავიელები მიიჩნევდნენ, რომ საპენალტე სიტუაცია არ იყო.
მაკელიმ 2019 წელს შვეიცარია-საქართველო (1:0) იმსაჯა.
მსგავსი სტატიები
- 80
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14…
- 78
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 74
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
- 74
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 73
4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…