„ეს არის ოპოზიციის, კერძოდ მათი ნაცური ნაწილის აქცია, სადაც წინ აიფარეს საერთაშორისო ორგანიზაციები, „ენჯეოები“, იმიტომ, რომ თვითონ რაღაცნაირად უტყდებათ, თქვან, რომ ეს არის პარტიული აქცია“, – ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ოპოზიციის მიერ დღეს დაორგანიზებულ აქციას.
ხვიჩიას თქმით, მათ ამ უაზრო აქციებით სურთ, საზოგადოებაში არსებული გულწრფელი პროტესტი უიმედობით შეცვალონ.
„ეს არის ოპოზიციის, კერძოდ მათი ნაცური ნაწილის აქცია, სადაც წინ აიფარეს საერთაშორისო ორგანიზაციები, „ენჯეოები“ და ა.შ. იმიტომ, რომ თვითონ რაღაცნაირად უტყდებათ, თქვან, რომ ეს არის პარტიული, პოლიტიკური აქცია. ასე უაზრო აქციებით სინამდვილეში, საბოლოო ჯამში, მათ უნდათ ის პროტესტი, რომელიც გულწრფელად არის ქართველ ხალხში, ნელ-ნელა შეცვალონ უიმედობით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მსგავსი სტატიები
- 67
პარლამენტის სასახლის ეზოში საპოლიციო ძალები შეიყვანეს. ამ წუთის მდგომარეობით, სამართალდამცავები ორი ავტობუსითა და შს კუთვნილი სხვა ავტომობილებით მიიყვანეს. როგორც ცნობილია, დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. აქციზე, რომელიც ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ. წყარო: ipn.ge
- 66
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიას და გურიის სტუმრებს ფერისცვალება და ბახმარობის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, მთავრობის, პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომლებიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. პრემიერმა ბახმაროს პარკში ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. „ბახმარო გამორჩეულია განსაკუთრებული სილამაზით,…
- 66
- 65
- 65
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მოქალაქეები იკრიბებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“. აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები - „მონა, მონას“ სკანდირებენ. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც. წყარო:ipn.ge