დღეს, #6 საარჩევნო უბანში (ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა) ხმა მისცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკავაძემ,  რომელმაც შემდეგ  ცენტრალურ და რეგიონის ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი:
არჩილ თალაკვაძე: „მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს თანამოქალაქეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, მშვიდ გარემოში, მშვიდად მისცენ ხმა, გააკეთონ თავისი არჩევანი და ეს არჩევნები მთელმა საქართველომ, მთელმა ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის,“ – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს.
რადიკალური ოპოზიცია, მათი აქტივისტები ცდილობენ, რომ შექმნან ხმაური, ისეთი ვითარება, სადაც თითქოს არის არეულობა, უწესრიგობა, კონფლიქტები. ჩანს, რომ ეს არის ორკესტრირებული ქვეყნის მასშტაბით და ემსახურება ერთადერთს, რომ როგორმე ამ არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინონ. ეს საბოლოო ჯამში არის ოპოზიციის მოსალოდნელი მარცხის ნაწილი, რისთვისაც ისინი წინასწარ ემზადებოდნენ.
სურთ, რომ არჩევნებს, ისევ ხალხს და საარჩევნო კომისიას გადააბრალონ საკუთარი მარცხი. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს თანამოქალაქეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, მშვიდ გარემოში, მშვიდად მისცენ ხმა, გააკეთონ თავისი არჩევანი და ეს არჩევნები მთელმა საქართველომ, მთელმა ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ძირი გამოუთხაროს ამ საერთო მიღწევას – საქართველოს დემოკრატიულ მიღწევას რასაც არჩევნები ჰქვია“, _ აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები