ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„26 ოქტომბრის არჩევნებმა საქართველოს შესთავაზა ფასდაუდებელი შესაძლებლობა, დაემტკიცებინა საერთაშორისო თანამეგობრობას, ნატო-ს ქვეყნებსა და ევროკავშირისთვის, რომ საქართველო ევროატლანტიკური გზის მტკიცე ერთგული რჩება. სამწუხაროდ, კამპანიის რიტორიკით, რომელიც დასავლეთს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაში ადანაშაულებდა, სამოქალაქო საზოგადოების აღმოსაფხვრელად უცხოური აგენტების კანონმდებლობის მიღებით და პოლიტიკური ოპოზიციის ფიგურების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობის არარსებობით, საქართველოს მთავრობამ ამის დამტკიცება ვერ მოახერხა. ეს არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს, მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კონგრესმენების მტკიცებით, საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ფართო ზეწოლა მოქმედი პარტიისთვის ხმის მიცემის მიზნით და უარი პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობრივი თავდასხმების გამოძიებაზე არის ავტორიტარული ქცევა და მკვეთრი გადახვევა აქტიური, მრავალპარტიული განვითარებადი დემოკრატიისგან, რომლითაც ოდესღაც საქართველო განისაზღვრებოდა.
„26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ: შეერთებული შტატები და ნატო-ს ყველა ქვეყანა დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 88_საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ…
- 79შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, _ ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის…
- 76აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავიანთ დამოუკიდებლობას არ შესწირავენ, _ ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე. „არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა.…
- 76ჩეჩნეთში სამხედრო კოლონას ესროლეს, არის მსხვერპლი. ამის შესახებ რუსეთის ეროვნული გვარდია („როსგვარდია“) ავრცელებს. მათი განცხადებით, ხუთშაბათს უცნობმა პირებმა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს შემოგარენში სამხედრო კოლონას ესროლეს. უწყების ცნობით, მინიმუმ ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი დაჭრილია. „როსგვარდიის“ განცხადებით, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ იპოვონ და დააკავონ თავდამსხმელები. წყარო: ipn.ge
- 72უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 15 აგვისტოს დასაწყისიდან, კურსკის ოლქში გარკვეული მიმართულებით წინ კიდევ 500 მეტრიდან 1,5 კმ-მდე წაიწიეს და უკვე რუსეთის ფედერაციის 82 დასახლებას აკონტროლებენ, _ ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი შეტევა მოიგერიეს და შეტევითი ოპერაციები განაგრძეს. ამასთან, ალექსანდრ სირსკის განმარტებით,…