აკრებულოს არჩევნებისთვის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში“ “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით შედის.
მოქმედი კანონით, თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა მიიღეს, მაგრამ მანდატი ვერ მოიპოვეს. თუ ამის შემდეგ გაუნაწილებელი მანდატი კიდევ რჩება, თითო მანდატი თანამიმდევრობით იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებით კი, გაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, მას თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.
ინიციატორთა განმარტებით, საკრებულოების გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი პარლამენტის არჩევნებში გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესთან მოდის შესაბამისობაში.
მსგავსი სტატიები
- 77დღეს,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების საკითხი განიხილა. განსახილველი საკითხის პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ წარმოადგინა. სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა იკრძალება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალური ორგანოების, პოლიციის შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. სააგიტაციო მასალები…
- 56საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.…
- 55დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…
- 55საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…
- 54არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…