უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება შესანიშნავი იქნება, _ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, რას ფიქრობს ევროპული ქვეყნების მიერ სამშვიდობო მისიის ფარგლებში უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ეს შესანიშნავი იქნება“.
„მე ამას მხარს ვუჭერ. თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება. ვიცი, რომ ეს საფრანგეთმა ახსენა, სხვებმაც, დიდმა ბრიტანეთმაც ახსენა. ჩვენ იქ ჯარებს არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართ“, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანას, ტრამპმა უპასუხა, რომ „ამის შესახებ თხოვნა არ ყოფილა“.
„არ მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება მოგვიწევს. არ მსურს ამის გაკეთება. ასევე, ეს საკითხი არასდროს წამოჭრილა“, _ აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 66
რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები, _ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ჩასული რუსული დელეგაციის შესახებ არაფერი იცის. „არაფერი მოხდება, სანამ ჩემი და პუტინის შეხვედრა არ შედგება. რა თქმა უნდა, ის არ ჩავიდოდა თუ მე…
- 63
რუსეთზე ზეწოლა შეგვიძლია, მაგრამ იმედია, საჭირო არ გახდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ტრამპის პასუხი ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას მოყვა იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ის რაიმეს გაკეთება რუსეთზე ზეწოლის მხრივ. „კი, კი, შეგვიძლია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საჭირო არ იქნება. რა თქმა უნდა, ზეწოლა შეგვიძლია. შეგვიძლია რუსეთთან…
- 62
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
- 61
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა სურს, - The Hill-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რა სურს პუტინს“. „ვფიქრობ, მას სურს შეწყვიტოს ომი. მე ამას ვხედავ. დიდხანს და სერიოზულად ვისაუბრეთ. სტივ უიტკოფი [აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში] მასთან იყო ძალიან დიდი…
- 61
შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, _ ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას. „შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ.…