ოზურგეთის მერიაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, პირველ მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, ნარინე მატოსიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
  „მოხარული ვარ, რომ ოზურგეთში ვუმასპინძლეთ ქალბატონ ნარინე მატოსიანს. პოზიტიური შეხვედრა გვქონდა, სადაც განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განვიხილეთ. მადლობას ვუხდით სომხეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებს ჩვენს მუნიციპალიტეტში სტუმრობისთვის და მხარდაჭერისთვის,“ _ აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები