საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინა.
შტაბის სხდომაზე, რომელშიც პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, ასევე დეტალურად განიხილეს ღამის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა.
შტაბმა დეტალურად იმსჯელა თითოეული მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობას უკვე მოუგვარდა, მათ შორის საკვების, მედიკამენტების მიწოდების, გზის გაწმენდისა და ელექტრომომარაგების აღდგენის კუთხით.
აღინიშნა, რომ სამუშაოები აქტიურად გრძელდება, თუმცა რთული რელიეფისა და თოვის ინტენსივობის გათვალისწინებით, მდგომარეობა ჯერ ისევ რთული რჩება.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მაქსიმალური კოორდინაციისა და რესურსების პრიორიტეტიზაციის მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდეს სოფლებთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალური გზების გაწმენდა, რათა მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდებოდეს როგორც სამედიცინო მომსახურება, ისე – ელექტროენერგია.
ამ მიზნით გურიის რეგიონში უახლოეს საათებში მობილიზებული იქნება დამატებითი სპეცტექნიკა, რომელიც სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდის პროცესში ჩაერთვება.
შტაბის სხდომაზე განისაზღვრა ყველაზე კრიტიკული მიმართულებები, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე ორ მეტრს აღემატება და რომლებზეც გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები

  • 61
    გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, სამივე მუნიციპალიტეტის მერი, საგანგებო სიტუაციების სამსახურების, ,,ენერგო პრო-ჯორჯიასა" და ,,სოკარ ჯორჯია - გაზის" ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, დღის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს.…
  • 59
    საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობსდასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. საკოორდინაციო შტაბის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული ღამის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოისმინა და შტაბის წევრებთან ერთად დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე…
  • 59
    დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. საკოორდინაციო შტაბის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული ღამის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოისმინა და შტაბის წევრებთან ერთად დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე…
  • 56
    გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტს ჩოხატაური-ზომლეთის 11 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს მივაწოდეთ ინფორმაცია გზის ცალკეული მონაკვეთების დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით, სიუჟეტის ავტორები კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ინტერესებისათვის, მანიპულაციითა და უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით კვლავ ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. საქმე ისაა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის…
  • 55
    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნალანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია…

არ გამოტოვოთ