რუსეთზე ზეწოლა შეგვიძლია, მაგრამ იმედია, საჭირო არ გახდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ტრამპის პასუხი ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას მოყვა იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ის რაიმეს გაკეთება რუსეთზე ზეწოლის მხრივ.
„კი, კი, შეგვიძლია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საჭირო არ იქნება. რა თქმა უნდა, ზეწოლა შეგვიძლია. შეგვიძლია რუსეთთან ამის გაკეთება.
გახსოვდეთ, რომ რუსეთმა საქართველო ბუშისგან აიღო, ხო სწორია? მათ ყირიმი აიღეს ადამიანისგან სახელად – ობამა… სცადეს მთლიანად ყველაფრის მიღება ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც არაფერი აუღიათ? – ტრამპი.
რეალურად, მე ვარ ის, ვინც „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“ შეაჩერა – გაზსადენი, ყველაზე დიდი გაზსადენი მსოფლიოში. მე გავაჩერე ის…
რაც რუსეთთან მიმართ გავაკეთე, ძალიან მკაცრი იყო, ყველაზე მკაცრი ვიყავი. ჩემგან არაფერი არ აუღიათ. აუღიათ ობამასგან, ბუშისგან და მძინარე ჯო ბაიდენისგან…
მაგრამ კი, არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რაც სასიამოვნო არ იქნება [რუსეთისთვის] ფინანსური კუთხით. შემიძლია ფინანსურად რაღაცების გაკეთება, რაც ძალიან ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, ვინაიდან, მშვიდობის მიღწევა მსურს. მშვიდობის დანახვა მსურს.
ვნახავთ. ფინანსური კუთხით, კი, შეგვიძლია ძალიან ცუდი რაღაცების გაკეთება რუსეთისთვის, რაც გამანადგურებელი იქნება რუსეთისთვის“, _ განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაიცავს თუ არა პუტინი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, თუ საერთოდ მოხდება მისი დათანხმება, ტრამპმა აღნიშნა, რომ ამაზე პუტინთან მას „ჯერ არსებითად არ უსაუბრია“, მაგრამ ამერიკულ მხარეს „გარკვეული დადებითი მესიჯები მიუღია, თუმცა დადებითი მესიჯი არაფერს ნიშნავს“.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 64
პირდაპირ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის განცხადებით, პუტინი დათანხმდა, რაც „ძალიან კარგია“. „პირდაპირ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, ის დათანხმდა ამას. და, უნდა გითხრათ,… - 64რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები, _ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ჩასული რუსული დელეგაციის შესახებ არაფერი იცის. „არაფერი მოხდება, სანამ ჩემი და პუტინის შეხვედრა არ შედგება. რა თქმა უნდა, ის არ ჩავიდოდა თუ მე…
- 63უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება შესანიშნავი იქნება, _ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე, რას ფიქრობს ევროპული ქვეყნების მიერ სამშვიდობო მისიის ფარგლებში უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ეს შესანიშნავი იქნება“. „მე ამას მხარს ვუჭერ. თუ მათ ამის გაკეთება…
- 60
შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, _ ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას. „შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ.… - 60ვლადიმერ, შეჩერდი!, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Trump Social-ზე წერს. „კიევზე რუსეთის დარტყმებით უკმაყოფილო ვარ. ამის საჭიროება არ არის და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმერ, შეჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება. მოდი, სამშვიდობო შეთანხმება დავასრულოთ“, - წერს დონალდ ტრამპი. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 აპრილის ღამეს უკრაინაზე, დრონებითა და რაკეტების…