სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით.
ეს მუხლი რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და, სულ მცირე, ერთწლიანი პატიმრობით ისჯება დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში.