დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში გოდერძი მახარაძის  მსოფლიოს (გინესის) ახალი რეკორდების მოწმენი გავხდით.

მან ტრადიციული ლელობურთის დაწყებამდე ფეხბურთის, კალათბურთის და ბოლოს ლელოს გათამაშაბისათვის სპეციალურად შეკერილი 16-კილოგრამიანი ბურთით სამი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ფეხბურთის ბურთის თავით კენწვლით სირბილში მან 2022 წელს ქ. ბოლნისში დამყარებული რეკორდი (49,87) გააუმჯობესა და 37,7 წამში გაირბინა.

მეორე რეკორდი კალათბურთის ბურთით თავით კენწვლით 200 მეტრი 1 წუთზე ნაკლებ დროში უნდა გაერბინა. წამზომმა 51,8 წამი დააფიქსირა.

რაც შეეხება მესამე რეკორდს, იგი სენსაციური იყო, რადგან მას თავზე გაჩერებული ლელოს 16,4 კილოგრამიანი ბურთით  50 მეტრი მანძილი 32,3 წამზე ნაკლებ დროში უნდა გაერბინა, რომ გაეუმჯობესებინა წინა წელში სოფ. შუხუთში დამყარებული მისივე რეკორდი. გოდერძიმ ეს შეძლო და მისი სარეკორდო დრო ამჯერად 25,66 წამი იყო.

როგორც გოდერძი მახარაძემ გვითხრა, მისი რეკორდები მიუძღვნა უეფსის მებრძოლებს: მერაბ დვალიშვილს, ილია თოფურიას, ალექსანდრე თოფურიას და რომან დოლიძეს.

როგორც გავიგეთ, გოდერძი მახარაძე მორიგ რეკორდებს 26 მაისს ქ. ოზურგეთშიც დაამყარებს.

მსგავსი სტატიები

  • 67
    გოდერძი მახარაძის ახალი მსოფლიო რეკორდი შუხუთშიშარშან, აღდგომას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ოზურგეთელმა გოდერძი მახარაძემ მორიგი  ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან  მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პოლ ხანის (შვეიცარია)  მიერ დამყარებული რეკორდი და 111-ის ნაცვლად სახანძრო კიბის 358 საფეხური დაძლია. ამისთვის მას 17 წუთი და 35 წამი დასჭირდა.  მეორე რეკორდი „ექსკლუზიური“ იყო გოდერძისათვის. მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებული…
  • 64
        ლელო  შუხუთში  წინაპართა  ტრადიციების  გაგრძელების  ნათელი  მაგალითია  სოფელ  შუხუთში  ლელოს თამაში. მას ამ სოფელში  უძველესი  დროიდან  თამაშობენ. თამაშობდნენ  ომის  დროსაც, იმიტომ  რომ ეს  თამაში  მარტო  გართობა  არ იყო.  ამ თამაშში  ჩანს  ქართველი  კაცის  ბუნება,  ლელოს  გატანა  თითოეული  მოთამაშისთვის  თვითმიზანი კი არ არის, არამედ  ლტოლვა  თავისუფლებისაკენ- საკუთარი ლელოს  გატანისაკენ. ლელოს  ოდითგანვე  გურიის …
  • 63
    თორნიკე ხვედელიძის სახელობის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირიოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
  • 63
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
  • 63
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…