ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ,  გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივთა თქმით, გარდაცვლილი მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა. მათივე განმარტებით, გვიან ღამით სროლის ხმა გაიგონეს.

„აჭარის მაუწყებლის“ ინფორმაციით, მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ნატყვიარებიც აღენიშნება.

როგორც მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები

  • 73
    პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. "საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული…
  • 72
    პროკურატურის საგანგებო ბრიფინგისაქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურის თანახმად, ბრალდება წარედგინა: ბექა მაჭავარიანს, ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურს, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძეს,…
  • 72
    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაგვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარე გამოძიების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის…
  • 69
    შსს-მ მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძის გარდა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძეც დააკავაშსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე, „რუსთაველის გამზირის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა. შესაბამისი განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე გააკეთა. შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო…
  • 68
    ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროშიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გვიან ღამით, აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 3 კილოგრამამდე „კოკაინი”, 13 000-მდე „ექსტაზის” აბი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, სავარაუდოდ…