უკვე 13 წელია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები დამანგრეველ გავლენას ახდენს, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ადამიანებზე. კვლავ გრძელდება რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ადამიანების უკანონოდ დაკავება და დაჯარიმება. 2009 წლიდან 2020 წლამდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის უკანონოდ დააკავა 3 204 ადამიანი. მათგან, 1 314 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 890 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით. ბოლო წლებში საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გახშირდა უკანონოდ დაკავებულ პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება და ხანგრძლივი პატიმრობის შეფარდება. თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადგილი აქვს პატიმართა ცემისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს.

წლიდან წლამდე უარესდება გადაადგილების თავისუფლება ორივე ოკუპირებულ რეგიონში. საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისთვის, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგენილი ფორმალური რეჟიმი და სხვადასხვა ბარიერის დაწესება, როგორიცაა ე.წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, ზღუდავს ოკუპირებული რეგიონების მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას და გაუმართლებელ დაბრკოლებებს უქმნის მათ საარსებო წყაროებზე წვდომას. დაწესებული შეზღუდვების გამო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად. განსაკუთრებით ყურადსაღებია ოკუპირებულ ახალგორში არსებული მძიმე უფლებრივი მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისი. ე.წ. გამშვები პუნქტის თვითნებური ჩაკეტვის შედეგად ადამიანის გარდაცვალების ფაქტებმა ნათლად წარმოაჩინა სამედიცინო დახმარების სავალალოდ დაბალი ხარისხი და თავისუფალი მიმოსვლის სასიცოცხლო მნიშვნელობა.

მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ხელოვნური იზოლაციის პირობებში, პანდემიის დროს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 2021 წლის 2 აგვისტოს მონაცემებით ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევები 22 227-მდე გაიზარდა, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალში 4 215-მდე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან სრული მზადყოფნა გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად, განსხვავებული აღმოჩნდა დე ფაქტო ხელისუფლებების პოზიცია ამ დახმარების მიღებაზე. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პანდემიის დაწყებისთანავე თავად გამოავლინა ინტერესი, რომ საქართველოსგან საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, მატერიალური დახმარება (სამედიცინო აღჭურვილობა) მიეღო. ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი დღემდე კატეგორიულ უარზეა, საქართველოს კონტროლირებული ტერიტორიიდან მიიღოს რაიმე ტიპის დახმარება. ოკუპირებულ გალის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ მოქალაქეებს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ ვაქცინაციის პროცესის მიმართ. ასევე, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია კოვიდ 19-ის ვაქცინის უსაფრთხოებაზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ჩართულობით, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის კოვიდ 19-ის შესახებ ცოდნის ასამაღლებლად, რაც შემდგომში მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს და დააჩქარებს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს.

უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს, ჯანდაცვის და განათლების ხარისხი. განათლების უფლების რეალიზება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. 2015 წელს გალის რაიონში, ხოლო 2017 წელს ახალგორის მუნიციპალიტეტში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვამ ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, მშობლიური ენის ცოდნა და ზოგადად განათლების ხარისხი მკვეთრად გააუარესა.

ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ჩართულობით ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად.

 

მსგავსი სტატიები

  • 70
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 59
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 57
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 57
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…