„სამართლიანი არჩევნები“ განცხადებას ავრცელებს:
„სამართლიანი არჩევნები“ საგანგაშოდ მიიჩნევს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტანილ საჩივრებს, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სოციალურ ქსელებში საჯარო პირების მიმართ კრიტიკული აზრი ამ პირებისთვის მიუღებელი ფორმით გამოთქვეს. მსგავსი პრაქტიკა წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ სახიფათო ნაბიჯს.
 აღნიშნული საჩივრები ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის 6 თებერვალს „ქართული ოცნების“ მიერ დამატებულ 173¹⁶ მუხლს, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით იწვევს პირის დაჯარიმებას 1,500 ლარიდან 4,000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
 ამ ცვლილებების მიღების შემდეგ არაერთი მოქალაქის წინააღმდეგ იქნა საჩივარი წარდგენილი, რაც მეტწილად, მათ მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის (მათ შორის სოციალური მედიით) გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ისახავდა მიზნად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაცია ქმნის გამოხატვის თავისუფლების თვითნებური და კონსტიტუციის/საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ მისი შეზღუდვის რისკებს.
 საქართველოს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას. გამოხატვის თავისუფლების სულისკვეთება ისეთი იდეებისა თუ შეხედულებების გავრცელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომელიც, არსებითად, დაკავშირებულია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხედულებათა მრავალფეროვნებასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლებით დაცულია კრიტიკული შეხედულებების გავრცელება.
 გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და საჯარო მოსამსახურეებს, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე კერძო პირებს. საზოგადოების ნაწილისთვის შესაძლოა ყოველთვის არ იყოს მისაღები ცალკეული ინდივიდების გამოხატვა, თუმცა აღნიშნული გარემოება გამოხატვას კონსტიტუციურ-სამართლებრივი დაცვის მიღმა მყოფად არ გადააქცევს.
 სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკული შეზღუდვა განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, საჯარო მოსამსახურეებთან ერთად, მრავალი წელია, ჩართულნი არიან შეურაცხმყოფელ და სიძულვილის კამპანიაში ხელისუფლების კრიტიკოსებისა და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ. ამასთან ერთად, ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო მოსამსახურეები უმეტესად პასუხს არ აგებენ სოციალური მედიით საარჩევნო კამპანიაში უკანონოდ ჩართვის გამო_ ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

  • 76
    განცხადება 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებსაქართველოს დემოკრატიული ინიციატივა  2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
  • 73
    დაუშვებელია საჯარო მოხლეეების გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციის გამო – სახალხო დამცველისაჯარო მოხელეების საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებას სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმიანება. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს. ამასთან, უმნიშვნელოვანესია თანასწორობის პრინციპის დაცვა და დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო. „2024 წლის…
  • 73
    როგორ მიმდინარეობს გურიის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები?ევროკავშირის მხარდაჭერით გურიის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი „მწვანე გურია _ ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისათვის“, რომელსაც ახორციელებს    CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად.. CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერის ნინო გაფრინდაშვილის ინფორმაციით საგრანტო კონკურსის ფარგლებში 25 პროექტი დაფინანსდა…
  • 72
    ახალგაზრდები ენერგოუსაფრთხოებისათვის  „ახალგაზრდები ენერგოუსაფრთხოებისთვის“ _ ამ სახელწოდებით დაიწყო პროექტი ოზურგეთის მინიციპალიტეტის დაბა ლაითურის და ნარუჯის, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხისა და იანეულის სკოლების ეკო კლუბების წარმომადგენლებისთვის. პროექტის  მიზანია  ენერგო ეფექტური გარემოს შექმნის თანამედროვე ინსტრუმენტების პოპულარიზება და საზოგადოების ინფორმირება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ. „ენერგო უსაფრთხოების გაზრდის და უარყოფითი გარემოსდაცვითი ზეგავლენის შემცირების…