რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპორტული ობიექტების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. სპორტული ობიექტი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შენდება და 250 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყობა ფრენბურთის, კალათბურთისა და ჭიდაობისთვის განკუთვნილი სპორტული დარბაზები.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 680 538 ლარს შეადგენს.
სპორტული ობიექტის მშენებლობა რეგიონული განვითარების მინისტრმა მოადგილეებთან, სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

მსგავსი სტატიები

  • 83
    სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ანზორ გვარამაძის ვარსკვლავის საზეიმოდ გაიხსნის ცერემონიას დაესწროქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის…
  • 81
    ირაკლი კობახიძე ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიების და ტრადიციულ დოღს დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის…
  • 80
    ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობსსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გაეცნენ. ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი…
  • 80
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გურიაში მიმდინარე და დარულებულ პროექტებს გაეცნოსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი…
  • 80
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში №1 საბავშვო ბაღისა და №1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდებაჩოხატაურის მუნიციპალიტეტში №1 საბავშვო ბაღისა და №1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე სამუშაოები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირბეთან ერთად დაათვალიერა. ორივე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 100-100 აღსაზრდელზეა გათვლილი. რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ბავშვების საჭიროებებზე…