აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ ომში პირდაპირი ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას „მომდევნო ორი კვირის განმავლობაში“ მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტის ციტატა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე გააჟღერა.

„ირანში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ მედიაში ყველა თქვენგანში იყო ბევრი სპეკულაცია პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ჩაერთვება თუ არა აშშ პირდაპირ.

ამ ამბის ფონზე პირდაპირ პრეზიდენტისგან მაქვს მესიჯი: „იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ უახლოეს მომავალში ირანთან მოლაპარაკების ჩატარების ან არჩატარების მნიშვნელოვანი შანსი არსებობს, ჩემს გადაწყვეტილებას ჩავერთო თუ არა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებ”. ეს პრეზიდენტის პირდაპირი ციტატაა ყველა თქვენგანისთვის დღეს”, _ განაცხადა ლევიტმა.

ამავდროულად, ლევიტმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღის წარმოება „რამდენიმე კვირაში” შეეძლებათ.

„მოდით, ცხადად ვთქვათ. ირანს საჭირო ყველაფერი აქვს, რათა ბირთვულ იარაღის [შექმნას] მიაღწიოს. რაც სჭირდებათ, არის უზენაესი ლიდერის [აიათოლა ხომენეი] გადაწყვეტილება ამის გასაკეთებლად და რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, რათა დაასრულონ ამ იარაღის წარმოება, რაც, რა თქმა უნდა, ეგზისტენციალური საფრთხე იქნება არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ აშშ-სა და მთელი მსოფლიოსთვის,“ _ განაცხადა ლევიტმა.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 60
    ჯეი დი ვენსი - არ არსებობს შანსი, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ომში ჩაერთოსაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის…
  • 59
    რეზა ფეჰლევის მიმართვა ირანელ ხალხსჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,…
  • 59
    დონალდ ტრამპი - ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, ის დათანხმდაპირდაპირ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის განცხადებით, პუტინი დათანხმდა, რაც „ძალიან კარგია“. „პირდაპირ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, ის დათანხმდა ამას. და, უნდა გითხრათ,…
  • 57
    დღეს პოლონეთშისამი მეფის დღე (Trzech Króli) აღინიშნებადღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,…
  • 56
    დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს დაკავებაზე - ბრწყინვალე ოპერაცია იყობრწყინვალე ოპერაცია იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The New York Times-ს ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობის ოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა. „ძალიან ბევრი დაგეგმვა იყო და ბევრი შესანიშნავი ჯარისკაცი და ადამიანი მონაწილეობდა. ეს ბრწყინვალე ოპერაცია იყო“, - აღნიშნა ტრამპმა. გამოცემის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ამერიკულ მხარეს დანაკარგები…