ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. შემოქმედის თემის პირველკლასელებისთვის სასკოლო მზადება განსაკუთრებული ემოციებით დაიწყო. შემოქმედის, გომისა და კვირიკეთის სკოლებში წელს სულ 12 პატარა პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, ამ პატარებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ წინასასკოლო შეხვედრა მოუწყო. პატარებმა მომავალი მასწავლებლები გაიცნეს, ითამაშეს შემეცნებითი, სახალისო „სასკოლო“ თამაშები და ბოლოს კომპანიისგან  „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

„ეს ჩემი პირველი სასკოლო საჩუქარია და ბევრ ზღაპარს ვიყიდი, კითხვას ხომ მალე ვისწავლი და მე თვითონ წავიკითხავ“ –გაგვიზიარა ემოცია მომავალმა პირველკლასელმა გოგონამ.

„ასეთი დღე ბავშვებისთვის დაუვიწყარია, ჩვენთვისკი – დიდი სტიმული,“ – ამბობს პირველკლასელის დედა“. – „ბავშვები გრძნობენ, რომ მათ გვერდით   კეთილი ადამიანები დგანან და ეს სულ სხვა ემოციას მატებს  სკოლაში წასვლას.“

ეს დღე განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა პედაგოგებისთვისაც. „ყოველ წელს ვხვდებით პატარა მოსწავლეებს, სწავლის დაწყების დღე ყოველთვის ემოციური და დატვირთულია ჩვენთვისაც, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე მათი გაცნობა, მათთან ერთად თამაში ძალიან კარგი ტრადიციაა, განსაკუთრებით, როცა ხედავ ასეთ მხარდაჭერას და ბავშვების სიხარულს, თავადაც უფრო დიდი ენერგიით იწყება ახალ სასწავლო წელს,“ – ამბობს შემოქმედის სკოლის პირველი კლასის მასწავლებელი.

„უკვე ტრადიციად გვაქვს დამკვიდრებული, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თემის სამივე სკოლისთვის წამახალისებელ ღონისძიებას ვაწყობთ. პირველკლასელებისთვისწიგნის ვაუჩერების ჩუქება არის გზავნილი: განათლება და ცოდნა ყველაზე მტკიცე საძირკველია. გვიხარია, რომ წლიდან წლამდე ეს ტრადიცია გრძელდება და მომავალ თაობას ცოდნისკენ სწრაფვას ვუსურვებთ.

„პარვუს ჯგუფი“, რომელიც შემოქმედის თემში  ენერგეტიკულ პროექტს ახორციელებს,თანაბარ ყურადღებას  უთმობს სოციალურ და  საგანმანათლებლო ინიციატივებსაც. თემის სკოლებში ბავშვები კომპანიის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობენ პროექტებში, სადაც სწავლობენ გარემოს დაცვისა და ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობას, განახლებადი ენერგიის როლს და იმ ჩვევებს, რომლებიც პასუხისმგებელი მოქალაქის ჩამოყალიბებას ეხმარებათ.

მსგავსი სტატიები

  • 89
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 87
    ფილმის „გურია“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მთისპირის და ჩხაკაურას მოსწავლეებს შეხვდა2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
  • 87
    ბახვი ჰესის ტრენინგები ჩხაკაურასა და მთისპირის სკოლებში განახლდა ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა. მიმდინარე სასწავლო სემესტრის პირველი ლექცია სათაურით „მდგრადი ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ მოწვეულმა ტრენერმა ნინო მაღრაძემ წაიკითხა. ნინო მაღრაძე კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) კომერციული ხელმძღვანელია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვითი განათლებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ამ ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება…
  • 85
    ენერგია სპორტში – წარმატების ხილული და უხილავი ძალაშემოქმედის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეების: დავით ნაჭყებია, ელენე მენაბდე, ლანა ბურჭულაძე                                                                 საკონფერენციო პრეზენტაცია თემის ხელმძღვანელი პედაგოგი ქეთევან…
  • 84
    ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისა და მოზარდებისთვის თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. მოცემელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სეანსები სტარტს მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღებს. სამიზნე ჯგუფში გაერთიანდება 50 ბენეფიციარი, მათ შორის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი და 25 მშობელი. შეხვედრები თვეში ერთხელ, ჩოხატაურში…