გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილესთან ლაშა ჭელიძესთან ერთად, ვაშნარის ნაქალაქარში იმყოფებოდა, სადაც გაეცნო ძეგლის მდგომარეობას და მიმდინარე სამუშაოებს.

ვაშნარის არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი მერაბ ძნელაძე, ხოლო სამუშაოებში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები.

ადგილზე მიმდინარეობს ძველი მონაკვეთების გაწმენდა, ახალი არქიტექტურული და კულტურული ფენების შესწავლა და ზოგადი კვლევითი პროცესები.

ვაშნარის ტერიტორია წარმოადგენს ისტორიულად მნიშვნელოვან ობიექტს. კვლევები მიზნად ისახავს მისი კულტურული ღირებულებების გამოვლენასა და პოპულარიზაციას.

 

მსგავსი სტატიები

  • 74
    ინფრასტრუქტურის მინისტრი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი…
  • 72
    სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ფაზაშიასამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლის და საველე გასასვლელების მოწყობას. პროექტის ფარგლებში, პირველ 6 კილომეტრზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენის დაგება, ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მონტაჟი, მიმდინარეობს საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნული…
  • 72
    გივი მიქანაძემ გურიაში კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერასაქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…
  • 72
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,…
  • 71
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და დევნილ მოსახლეობას შეხვდაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას და დევნილ მოსახლეობას შეხვდა. განიხილეს დევნილთა წინაშე არსებული გამოწვევები და შეთანხმდნენ, რომ სამხარეო ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტები აქტიურად და კოორდინირებულად ითანამშრომლებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, რათა თითოეული მოქალაქის საჭიროებაზე დროული რეაგირება…