ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უკვე დაკომპლექტდა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოები.
.ახალი მოადგილეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, ასევე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს წარუდგინა.
ოზურგეთის მერის პირველ მოადგილედ ბექა ჩხიკვიშვილი დაინიშნა, ოზურგეთის მერის მოადგილე ჯანდაცვის, სოციალურის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით გახდა სოფო რამიშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი გურამ გოლიაძე.
ბექა ჩხიკვიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებდა. სოფო რამიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის იურისტი იყო, ხოლო გურამ გოლიაძე კერძო და საჯარო სექტორში საქმიანობდა.
მსგავსი სტატიები
- 75
დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო… - 73
- 71
ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის… - 71
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ ნიკა ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი მოადგილე მერიის სამსახურის ხელმძღვანელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ წარუდგინა. „ნიკა ბოლქვაძის პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში, მნიშვნელოვნად დაეხმარება მუნიციპალიტეტს, რომ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საქმიანობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელმძღვანელ პოზიციაზე, რაც…

