„მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, წლის განმავლობაში არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც. სპეციალისტების განმარტებით, მუნის მკურნალობა ადვილია და ის კანით კანზე, მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება.
„მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით კანზე, თუმცა, შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით.
პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ყველა ოჯახის წევრს და ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.
მსგავსი სტატიები
- 73
ვინაიდან აღნიშნულ კურორტებზე სასმელი წყლით მომარაგების დაბალი ტექნიკური დონე და არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობაა, რომელიც ხშირ შემთხვევებში იწვევს კუჭ-ნაწლავის ინფექციების ეპიდემიური გავრცელებას,დამსვენებელთა მასობრივ ავადობას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზიც შეიძლება გახდეს. აღნიშნული დაავადებების გავრცელების რისკი განსაკუთრებიღთ მატულობს ზაფხულის პერიოდში ისეთ საკურორტო ზონებში სადაც არ ხდება დამსვენებულთა სასმელი წყლით მომარაგება ცენტრალური წყალსადენით.… - 70ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. როგორც მან განმარტა, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ…
- 70სრული პასუხისმგებლობით თქვენი ჯანმრთელობისთვის! - ამ ლოზუნგით კლინიკა „ვივამედის“ექიმებმა ტრადიციული უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია,ამჯერად, გურიის რეგიონის მოსახლეობისთვის ჩაატარეს. სოფელ გომსა და შემოქმედში 2 დღის განმავლობაში პაციენტებს იღებდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, გინეკოლოგი, მამოლოგი, კარდიოლოგი. მოქალაქეებს ჩაუტარდათ მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევები, მამოლოგიური და ფარისებრი ჯირკვლის…
- 67
2024 წელს, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში გურიის რეგიონში მიმდინარეობს პოპულაციაში მაღალი არტერიული წნევის გამოვლენის აქცია. აღნიშნული აქტივობა მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებითა და ქალაქების-ოზურგეთი, ლანჩხუთის, ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. გაზომვების თვე“ ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალურ კამპანიას საქართველო უკვე მერვედ… - 59
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას ავრცელებს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ბრძანებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან 6 თვით ან და მეტი ვადით, უწყვეტად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, როგორც მოსარგებლეს[ბენეფიციარს] რეგისტრაცია შეუჩერდებათ. ამ მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პროგრამით რომ ისარგებლონ, ხელახლა მოუწევთ ამბულატორიებში დარეგისტრირება. შესაბამის…