პარვუს ჯგუფის საგანმანათლებლო ტრენინგები განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე პრაქტიკული გაკვეთილებით კომპანიის ობიექტებზე გაგრძელდა.

შემოქმედის, გომის, კვირიკეთისა და დვაბზუს სკოლის მოსწავლეები კომპანიის მშენებარე ობიექტებზე ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად ავიდნენ — რაც პროცესს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ საგანმანათლებლო-წახალისების მნიშვნელობასაც მატებდა. ლექციებისა და მასტერკლასების შემდეგ ისინი უკვე რეალურ სივრცეში დააკვირდნენ იმ პროცესებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ პრეზენტაციასა და თეორიულ განხილვებში ესმოდათ.

ვიზიტორებს კომპანიის თანამშრომლებმა დეტალურად აუხსნეს და აჩვენეს   როგორ მარაგდება და იმართება წყლის რესურსი, რა ეტაპებს გადის ენერგია წყლიდან ქსელამდე,  ვიდრე ჩვენს სახლებში ნათურას აანთებს,  როგორ მუშაობს ტურბინა და გენერატორი, როგორ ხდება უსაფრთხოების კონტროლი.
კომპანიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს აუხსნეს, რომ ბჟუჟას ხეობაში ჰესების მშენებლობა მხოლოდ ენერგოპროექტი არ არის — ის შეიძლება გახდეს სტიმული გურიიდან წამოსული ახალი ინჟინრების, ენერგეტიკოსების, ეკოლოგების, ტექნოლოგების დასაბადებლად.

პარვუს ჯგუფის  წარმომადგენლების თქმით, კომპანიის მიზანია რეგიონს არა მხოლოდ ენერგია მიაწოდოს, არამედ ცოდნა და შესაძლებლობები. სოციალური და საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი სოფო ვასაძე ამბობს:  „განათლება ისეთივე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, როგორც თავად ინფრასტრუქტურა. კომპანიამ ბჟუჟის ხეობაში თითქმის დაასრულა 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც პარალელურად საგანმანათლებლო პროექტთან ერთად მიმდინარეობდა, განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მდგრადი განვითარებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს 2 ჰესის მშენებლობა, შესაბამისად მოსწავლეებს მიეცათ საშუალება ენახათ როგორც მშენებარე, ისე დასრულებული სამუშაოები. ეს იყო გამოცდილება, სადაც ბუნება, ტექნოლოგია და ფიზიკის გაკვეთილები ერთმანეთს შეხვდნენ.  ჩვენ ხომ სწორედ მომავალ თაობასთან გვაქვს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რადგან  მათ უნდა ჩაიბარონ ეს და ყველა სხვა პროექტიც, რომელიც დღეს მიმდინარეობს,  მოსწავლეებთან მუშაობა ერთჯერადი აქტივობა არ არის და მომავალშიც გაგრძელდება:პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დამატებითი ვიზიტები, სხვადასხვა  ჯგუფების ჩართვა და ენერგეტიკის თემაზე აქტივობების გაფართოება.“

მსგავსი სტატიები

  • 96
    სიყვარული, რომელიც გვათბობსრუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“   წარმოგიდგენთ  ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო.  ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც…
  • 93
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 92
    ფილმის „გურია“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მთისპირის და ჩხაკაურას მოსწავლეებს შეხვდა2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
  • 91
    ბახვი ჰესის ტრენინგები ჩხაკაურასა და მთისპირის სკოლებში განახლდა ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა. მიმდინარე სასწავლო სემესტრის პირველი ლექცია სათაურით „მდგრადი ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ მოწვეულმა ტრენერმა ნინო მაღრაძემ წაიკითხა. ნინო მაღრაძე კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) კომერციული ხელმძღვანელია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვითი განათლებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ამ ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება…
  • 91
    სიყვარული, რომელიც გვათბობსრუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ  ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტში გაგაცნობთ ბარბარე ბარამიძეს ბარბარე განსაკუთრებული სამყაროს პატარა მოქალაქეა - მას დაუდგინდა აუტიზმი. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი პატარა დეტალია მის  უსასრულო და საოცრად ფერად სამყაროში. ის ყოველდღე გვახსენებს, რომ განსხვავებულობა სილამაზეა — როცა სიყვარულით, თანაგრძნობითა და…