ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად გენო მორჩილაძე, ხოლო განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსად ნატალია ხომერიკი დაინიშნენ.
როგორც ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ აღნიშნა, გენო მორჩილაძე და ნატალია ხომერიკი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და ისინი სწორედ ამ ნიშნით იყვნენ შერჩეულები აღნიშნულ პოზიციებზე.
„ბატონი გენო მორჩილაძის კარიერა მოიცავს მრავალწლიან გამოცდილებას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ის არის სამართლის მაგისტრი და საჯარო მმართველობის აკადემიური დოქტორი. გენო მორჩილაძე საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია. არის პასუხისმგებლიანი და გამოირჩევა მენეჯერული თვისებით.
ქალბატონი ნატალია ხომერიკი არა მარტო თავისი საქმის პროფესიონალია, არამედ ჩვენი ქალაქის კოლორიტი გახლავთ. ქალბატონმა ნატალიამ დაამთავრა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. იგი იყო კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო შემდეგ საჯარო სამსახურში – კულტურის განყოფილების უფროსი. ქალბატონი ნატალია 2014 წლიდან მუშაობს საჯარო სამსახურში, სხვადასხვა პოზიციებზე. მას აქვს 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება კულტურის სფეროში და დღეიდან შეუდგება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მიმართულებაზე მუშაობას.
ვუსურვებ მათ ახალ პოზიციებზე ნაყოფიერ მუშაობას და ჩვენი ქალაქისთვის მეტი სიკეთის მომტანი საქმეების კეთებას.“ – განაცხადა პაატა კუნჭულიამ.
გენო მორჩილაძის და ნატალია ხომერიკის წარდგენას მერის მოადგილეები ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სტატიები
- 78
ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის… - 76
დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო… - 73
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები… - 73
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ნათია გოლიაძე აირჩიეს.კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“-მ წარადგინა.
