
მართალია, მოსკოვში, „დინამოზე“ სტუმარი გუნდის კიდევ ორ ფეხბურთელს გაუტანია ერთ მატჩში 3 გოლი – ანატოლი ისაევს „სპარტაკიდან“ (1:3; 08.08.1959) და ბორის კაზაკოვს ცსკა-დან (2:4; 28.07.1966), მაგრამ არამოსკოვური კლუბების ფეხბურთელთაგან ეს მხოლოდ მეგრელაძემ მოახერხა.დავამატებ, სამივე შემთხვევაში მერაბს სერგო შვეცოვმა უასისტენტა.
1979 წელს მე–2 ლიგის ტურნირში 31 ბურთი მიითვალა, რითაც დიდი წვლილი შეიტანა გუნდის პირველ ლიგაში აღზევებაში, სადაც მომდევნო ორ სეზონში „გურიას“ 32 ბურთით შეეწია.
მისთვის განსაკუთრებული გამოდგა „ტორპედოს“ რიგებში სადებიუტო, 1982 წლის სეზონი უმაღლეს ლიგაში. 18 ბურთით მეგრელაძე მე-2 ადგილზე გავიდა ბომბარდირთა დავაში.

1988 და 1989 წლებში მერაბმა 29–29 გოლი მიითვალა, შესაბამისად მე–2 და პირველი ლიგის ტურნირებში.
მთლიანობაში მერაბმა საკავშირო ჩემპიონატებში 14 სეზონი ითამაშა. „ტორპედოსთვის“ 223 მატჩში 111, ხოლო „გურიისთვის“ 214 მატჩში 100 ბურთი გაიტანა.
შთამბეჭდავი გახლდათ უკვე ასაკში შესული გოლეადორის კარიერა ეროვნულ ჩემპიონატებში, სადაც მან „ტორპედოს“, „გურიის“, წყალტუბოს “სამგურალის“ და ზესტაფონის „მარგვეთის“ შემადგენლობაში იბურთავა. ჯამურად 190 შეხვედრაში 135 ბურთი გაიტანა.
აქამდე მიუწვდომელია “სამგურალის” რიგებში მეგრელაძის მიერ 1992/93 წლების ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული შედეგი – 41 გოლი (31 მატჩში).
მერაბმა ორ უცხოურ კლუბშიც მოასწრო თამაში – 1990 წელს შვედურ „ჰოლმსუნდში’ (19 მატჩი – 1 გოლი) და 1998–1999 წლებში რუსულ ნოვოსიბირსკის „ჩკალოვეცში“ (40 მატჩი – 7 გოლი).
მერაბ მეგრელაძე 2012 წლის 24 იანვარს მშობლიურ სახლში მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.
გიორგი და მერაბი – უმცროსი დღესდღეობით აშშ–ში. ფილადელფიაში ცხოვრობენ. გახსნილი აქვს ბავშვთა საფეხბურთო კლუბი Fc Georgia Philly . აღსაზრდელთა უმრავლესობას ქართველი ემიგრანტების შვილები წარმოადგენენ.
(ავტორი იუზა კაციტაძე)

მსგავსი სტატიები
- 86
გარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“ ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75… - 81
დღეს ანზორის დაბადების დღეა ... და რა უნდა ინატრო კაცმა უფრო დიდი, თუ არა, როცა შენი გარდაცვალების შემდეგ , შენი ნაცხოვრების გამო, შენი სახელის ხსენებას გვარის დამატება არ ჭირდება ... აცხონოს ღმერთმა სამაგალითო კაცი..წერს ოზურგეთელი ზურაბ თოიძე სოციალურ ქსელში და მის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტსაც გთავაზობთ: ,,… - 81
ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის… - 80
ავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ… - 79
ოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…