განახლებული სახალხო პარტიის ოზურგეთის რაიონულმა ორგანიზაციამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს წარუდგინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დარეგისტრირებული სახალხო პარტიის პარტიული სიის პირველი ათეული ოზურგეთში, რომელიც ასე გამოიყურება: შოთა გოგიბერიძე, გიორგი ხავთასი, თეო გაგნიძე, გიორგი კობალაძე; გიორგი აბულაძე; თამარ ვახრამოვი; დათო კოტრიკაძე; შოთა აბაშმაძე; ნინო გაფრინდაშვილი; ზუკა ურუშაძე.
პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის შოთა გოგიბერიძის თქმით, ასეთი ახალგაზრდული, ენერგიული, ამბიციური გუნდი არც ერთ პარტიას არ აქვს. მისი თქმით, ამას არაოფიციალურად სხვა პარტიებიც აღიარებენ.
როგორც გოგიბერიძემ აღნიშნა, ამ ახალგაზრდული გუნდის მთავარი ამოცანაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მრავალპარტიულობის დანერგვა და თვითმმართველობის საქმიანობაში ხალხის რეალური ჩარღულობის უზრუნველყოფა.
„განახლებული სახალხო პარტია, ბატონების მამუკა გიორგაძისა და სოსო გოგაშვილის ხელმძღვანელობით, საფუძველს ჩაუყრის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში სამი ძირითადი ღირებულების სათანადო ადგილზე დაბრუნებას:
_ კონსტიტუციის შესაბამისად, კლანური დაჯგუფებებიდან, მონოპოლიებიდან და ოლიგოპოლიებიდან ძალაუფლება დაუბრუნდეს ქართველ ხალხს!
_ პოლიტიკური სივრციდან ბიზნესი და მილიონერი ბიზნესმენები დაუბრუნდნენ ბიზნესს და იმუშაონ ხალხის დასაქმებაზე!
_ საქართველოს მართლმსაჯულებას დაუბრუნდეს სამართალი _ გატარდეს ძირეული რეფორმები.
რაც შეეხება ჩვენს კონომიკურ და სოციალურ პროგრამებს, ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას“, _ განაცხადა ბრიფინგზე შოთა გოგიბერიძემ.
ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ოზურგეთელთათვის კარგად ცნობილმა პოლიტიკურმა აქტივისტმა მინდია კეჭაყმაძემ, რომელმაც საზოგადოებას მოუწოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარი დაუჭირონ სახალხო პარტიას და ამ პარტიის მიერ წარმოდგენილ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებს.
ავტორი გაზეთი „ალიონი“.
მსგავსი სტატიები
- 67დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 59ავტორები: ზურაბ აზმაიფარაშვილი; არქეოლოგი, პროფ. მერაბ ძნელაძე 1994 წლის გვიან შემოდგომის-გიორგობისთვის, ყინვიან შუადღეს, საქართველოს გამოაკლდა სამშობლოს თავისუფლების, მისი მომავლის მოტრფიალე მამულიშვილი, მოღვაწე მასწავლებელი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში – შოთა ინწკირველი. მისთვის 24 ნოემბერი ამ ქვეყანაზე მოსვლისა და წასვლის დღე აღმოჩნდა. იმ დღეს 65 წელი შეუსრულდა.…
- 541964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 53ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 53სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…