წინასწარი შეფასებით, სოფელ კურსებში ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას, – ამის შესახებ გეოლოგმა ანრი ნამიჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და დაკვირვება გრძელდება.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების სამი ჯგუფი 12 მარტის დილის საათებიდან მონიტორინგს ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე.
წინასწარი შეფასებით, ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას. მიმდინარეობს საველე საფეხმავლო გეოლოგიური დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილების დინამიკა და ზონები.
სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოახდინეს მოსახლეობის სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ გაყვანა. ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და ვაგრძელებთ დაკვირვებას“, – განაცხადა ნამიჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე 2026 წლის 12 მარტს მეწყრული სხეული განვითარდა. მეწყერმა 58 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა, 40-მდე ადგილობრივი მცხოვრებლის ნაკვეთი და სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა.
ამასთან, სოფელ კურსებიდან, მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა
მსგავსი სტატიები
- 66
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“… - 61
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის… - 59
- 59
- 59
მაშველები და მყვინთავები, სოფელ სუფსაში, მდინარე სუფსაში, 15 წლის მოზარდს, რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს. სამწუხაროდ, მაშველებმა, გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის გვამი მდინარეში იპოვეს. მოზარდი, მის თანატოლთან და მეზობელთან, გვერდითი სოფელ ჩოჩხათიდან, ერთად, მდინარეში იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად ის დინებამ ჩაითრია და მისი ნახვა ამ დრომდე…

