არაბული და ისლამური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანს თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ერ-რიადში გაიმართა, სადაც მათ ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული იერიშები დაგმეს.
„მინისტრებმა დაგმეს ირანის მიერ სამოქალაქო ობიექტებზე, ნავთობის ობიექტებზე, აეროპორტებზე, საცხოვრებელ კომპლექსებსა და დიპლომატიურ შენობებზე განზრახ განხორციელებული თავდასხმები. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი თავდასხმების გამართლება არ შეიძლება და დაადასტურეს მათი სახელმწიფოების უფლება, რომ გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი თავი დაიცვან“, – ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
შეხვედრაში მონაწილეობა აზერბაიჯანის, ბაჰრეინის, ეგვიპტის, იორდანიის, ქუვეითის, ლიბანის, პაკისტანის, კატარის, საუდის არაბეთის, სირიის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 69
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 67
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების დამყარების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას - შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.… - 67
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 66აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 65
ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.…