მარკო რუბიო წერილში აღნიშნავს, რომ ილია მეორის სულიერი ლიდერობა და ურყევი მემკვიდრეობა თაობებს დაამახსოვრდებათ.

„ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს. მისი სულიერი ლიდერობა და ურყევი მემკვიდრეობა თაობებს დაამახსოვრდებათ. დაე, განისვენოს მშვიდად” , – წერია რუბიოს სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

მსგავსი სტატიები