ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს .

სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების (მზა პროექტები) მოწონების შესახებაც იმსჯელეს. საკითხი გოჩა აბაშმაძემ წარმოადგინა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ქ. ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე #129-ში მდაბარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს,რაზედაც 565,927 ლარი დაიხარჯება.

ასევე მოხდება სპორტული სკოლა „ამირანის“ შენობის რეაბილიტაცია. დაიხარჯება 698,595 ლარი.

მსგავსი სტატიები

  • 71
    დღეს, ოზურგეთის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება დაამტკიცა. პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ წარმოადგინა. ეს პროექტებია:სოფ. ოზურგეთში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;ლიხაურში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;შრომაში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;დანჩენკოს ქუჩაზე სკვერის მოწყობა;ქალაქ ოზურგეთში მალაზონიას ქუჩაზე (კორტების მიმდებარედ) სანიაღვრე არხის მშენებლობის სამუშაოები.
  • 70
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…
  • 69
    ოზურგეთის თვითმმართველობის შენობის ფასადზე პატრიარქის ბანერი განთავსდასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ფასადზე ბანერი განთავსდა.
  • 69
    მთავრობამ საჯარო მოხელეებისთვის ფულადი ჯილდო, 3 მლნ ლარი გამოყო დიდთოვლობასთან ბრძოლისთვისსაქართველოს  მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთი სახელმწიფო უწყებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები „დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულობისთვის“ ფულადი ჯილდოს სახით ხელფასზე დანამატებს მიიღებენ. „2025 წლის თებერვალში დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულ საქართველოს ზოგიერთ სამინისტროში, მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში დასაქმებულებზე ფულადი ჯილდოს/დანამატის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა…
  • 67
    საკრებულოზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონესოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულებები დაამტკიცა. ეს პროექტებია:  სოფ. ჯუმათში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია_253,4 ათასი ლარი;  სოფ. ჯუმათში მთავარაანგელოზის ეკლესიასთან სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის რეაბილიტაცია_5 191,4 ათასი ლარი;  დაბა ნარუჯაში მე-5 ქუჩის გზის რეაბილიტაცია -2 119,4 ათასი ლარი;  დაბა ნარუჯაში…