საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში, მე-4 ლიგის გუნდებს შორის, დღეს მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.

წლევანდელ გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა ლიგის აუტსაიდერმა  ჩოხატაურის „ბახმარომ“, რომელმაც ჩოხატაურში „გაგრა 2“ დაამარცხა, ანგარიშით 2:1. (გოლები ჩოხატაურლებისგან აკაკი ბარქაია, ნიკა ქობულოვი).

„ბახმაროს“ ( 2 მოგება, 1 ფრე, 9 წაგება, ბ/შ 19:39) 7 ქულა აქვს და კვლავ ბოლო ადგილზეა. თუმცა ახლა ჩამორჩენა მის წინ მდგომ „გაგრა 2“-თან  სამ ქულამდე შემცირდა.

მეტად დრამატული გამოდგა ოზურგეთის „მერცხალის“ გასვლითი მატჩი ბორჯომში „ბორჯომთან“.  პირველი ტაიმის შემდეგ ოზურგეთელები 2:0 იგებდნენ. (გოლები: გიორგი კაშია 36-ე წთ.  გიორგი ჭანუყვაძე 39-ე წთ.) მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე გიორგი კაშიამ კიდევ ერთხელ გაიტანა და ანგარიში სამამდე გაზარდა.

ამის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და  ზედიზედ ოთხი გოლის (60, 72, 85 და 91-ე წუთებზე) გატანა მოახერხეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც, 4:3.

12  ტურის  შემდეგ „მერცხალს“  17 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში  მე-8 ადგილზეა.

მსგავსი სტატიები

  • 73
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 72
    „ბახმარომ“ „გორთან“ ნულოვანი ფრე ითამაშასაქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის გუნდებს შორის მე-18 ტურის შეხედრები გაიმართა. გათამაშების აუტსაიდერი ჩოხატაურის „ბახმარომ“ ამ ტურში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს „გორს“ შეხვდა და ნულოვანი ფრე 0:0 ითამაშა. „ბახმაროს“ 18 ტურის შემდეგ (2 მოგება, 3 ფრე, 13 წაგება, ბ/შ 11:44) მხოლოდ 9 ქულა აქვს და ბოლო მე-16 ადგილზე იმყოფება.  
  • 71
    რა ხდება რეგიონის ფეხბურთშიქალთა შორის  საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში „ლანჩხუთი“ ლიდერობს. ისინი ზედა ჯგუფში ასპარეზობენ და 10 ტურის შემდეგ (7 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 25:4) 22 ქულა აქვს. მათ ბოლო ტურში სტუმრად „ნიკე-ლუსო“-სთან 0:0 ითამაშეს. ამ ტურში „კვარტალმა“ სტუმრად „ბათუმი“ 1:5  დაამარცხა და 19 ქულით მეორე ადგილზეა. „ნიკე-ლუსოს“ 17 ქულა აქვს. საქართველოს…
  • 71
    საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გურიის გუნდების მონაწილეობით დაიწყოსაქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მესამე ლიგის გუნდებს შორის უკვე დაიწყო. ლანჩხუთის „გურიას“ 3 ტურის შემდეგ (2 მოგება, 1 წაგება) 6 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა. დაიწყო მე-4 ლიგის შეხვედრებიც. ჩოხატაურის „ბახმარომ“ დღეს, პირველ ტურში შინ „ვესტ ჯორჯიასთან“ 2:6 დათმო მატჩი. ოზურგეთის „მერცხალი“ ასევე დღეს სტუმრად მარნეულში„ალგეთს“ შეხვდება. მატჩი მასპინძლებმა…
  • 70
    საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის 27-ე ტურის სეხვედრები გაიმართა. ლანჩხუთის „გურიამ“ სტუმრად გაგრა 2:0 დაამარცხა, ხოლო „მერცხალმა“ შინ „მაჭახელა“ 5:1 დაამარცხა. გათამაშების ლიდერმა „იბერია 2010“ სტუმრად „კოლხეთი 2“ 3:0 დაამარცხა, ხოლო მეორეადგილოსანი „ივერია“ „არაგველებტან“ 0:3 დამარცხდა. „იბერია 2010“ 56 ქულა აქვს, „ივერიას“ _54, ხოლო ლანჩხუთის „გურიას“ (15 მოგება,…