15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი.
დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა 611 უპილოტო საფრენი აპარატი და 70 რაკეტა, მათ შორის 6 ხომალდსაწინააღმდეგო და 34 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.
დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე XI საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სახურავს. მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.
ლავრის მმართველის, ეპისკოპოს
განცხადებით, სასულიერო პირებისა და მაშველების კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, უძველესი ხატებისა და სხვა სიწმინდეების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა, რითაც თავიდან აიცილეს ფასეული ნივთების განადგურება.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ იერიშს უწოდა „მორიგი რუსული დანაშაული კაცობრიობის, ისტორიისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ“ და დასძინა: „კიდევ რა უნდა გააკეთოს კრემლის ანტიქრისტემ, რომ მსოფლიომ საბოლოოდ გააცნობიეროს გადამწყვეტი ქმედებების აუცილებლობა უკრაინის წინააღმდეგ რუსული ტერორის შესაჩერებლად…?“.
„რუსული დარტყმის გამო კიევ-პეჩერის ლავრაში იწვოდა უსპენსკის ტაძარი – ეკლესია, რომლის ისტორიაც ჯერ კიდევ XI საუკუნეში დაიწყო. და ეს დღეს არის ერთ-ერთი უდიდესი რუსული დანაშაული ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ. ასე უჩვენებს რუსეთი მსოფლიოს თავის განზრახვას, გააგრძელოს ომი“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან გადამწყვეტი პასუხი მოითხოვა „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებისგან, რომლებიც დღეს საფრანგეთში სამიტზე იკრიბებიან. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის კუთხით დახმარების გაზრდის კრიტიკულ აუცილებლობას და განსაკუთრებული აქცენტი ანტიბალისტიკური სისტემების მიწოდებაზე გააკეთა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ აღნიშნა, რომ კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით, „პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში“. „ჩვენ დაუყოვნებლივ, სასწრაფო წესით დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში, რათა მოვითხოვოთ დაუყოვნებელი და ადეკვატური საპასუხო ზომები ამ სახელმწიფოებრივი ბარბაროსობის საპასუხოდ“, – თქვა სიბიგამ.
ლავრის გარდა, მძიმედ დაზიანდა სხვა კულტურული და სამოქალაქო ობიექტებიც. კიევში ცეცხლი გაუჩნდა დოვჟენკოს სახელობის ეროვნულ კინოსტუდიას. კულტურის მინისტრის განცხადებით, კინოსტუდიაში მთლიანად განადგურდა უკრაინის ყველაზე დიდი და ძველი კოლექცია, რომელიც დაახლოებით 100 000 კოსტიუმსა და 3 მილიონამდე ტანსაცმელს ითვლიდა.
იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა (მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი), ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში 140 000-მდე მცხოვრები კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მძიმე ვითარებაა სხვა ქალაქებშიც – ხარკოვში ხანძრის ჩაქრობისას, განმეორებითი დარტყმის შედეგად, 5 მაშველი დაიღუპა და კიდევ 5 დაშავდა. დნიპროში დაზიანდა ორღანისა და კამერული მუსიკის სახლი.
იერიშები ასევე განხორციელდა დონეცკის, ზაპორიჟიეს, სუმისა და მიკოლაივის ოლქებში.
რაც შეეხება ოფიციალური მოსკოვის პოზიციას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 ივნისის დილას გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ „მასიური დარტყმა მიაყენეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს კიევში, ხარკოვსა და დნიპროში, რაც კიევის რეჟიმის ტერორისტულ აქტებზე პასუხს წარმოადგენდა“.
წყარო: „საქართველოს ამბები“
მსგავსი სტატიები
- 100
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 99აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 97
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 95
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ… - 91
ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს - მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ…