/23 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დარბაზში (სოფ. ოზურგეთი) კომპანია „ნიუ სითი დეველოფშენთის“ მიერ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
თავდაპირველად აანონსებდნენ, რომ დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის ( შემდგომ _სგშ) და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა მოხდებოდა, თუმცა შემდგომ ეს განხილვა გადაიდო.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციოალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის,სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი თამაზ ჩავლეიშვილი უძღვებოდა, ხოლო ორგანიზატორი კომპანია „ნიუ სითი დეველოფმენთი“ იყო.
როგორც ითქვა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შემუშავდა გომისმთის განაშენიანების გენერალური კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს უსისტემო და უკონტროლო მშენებლობების მოწესრიგებას, მართვადი სამშენებლო პროცესების წარმართვასა და რეკრეაციული ზონის სწორ განვითარებას. ითქვა, რომ გომისმთის განაშენიანების გენ გეგმის მიღებამდე, სამშენებლო სამუშაოები არ უნდა აწარმოონ. გომისმთა ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად უნდა იქცეს.
შეხვედრაზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჭარბტენიანობის საერთაშორისო ექსპერტმა იზოლდა მაჭუტაძემ ისაუბრა თუ რა გავლენას მოახდენს გომისმთის სუბალპურ და ალპურ ეკოსისტემაზე, ძირითად ჰაბიტატებზე, აქ მობინადრე ფრინველებზე გომისმთის რესურსების ჭარბი გამოყენება.
_აქ ძირითადი ჰაბიტატები წიწვოვანი ტყეებია, ალპური მდელოები და მაღალმთიანი ფრინველთა საბინადრო არეალი _შურთხის და როჭოს საბუდარი. _თქვა მან.
თუმცა დარბაზში მყოფი კურორტ გომისმთის სააგარაკო სახლების, გაუფორმებელი მიწების მფლობელები ღონისძიების ორგანიზატორებიდან ითხოვდნენ მათი პრობლემების გარშემო ესაუბრათ.
_ გომისმთის ჰავა რომ იდეალურია, ეს 150 წელია ვიცით. მინიმუმ 5 წლის წინ უნდა შემდგარიყო ეს შეხვედრა, როგორ აპირებთ ჩვენს გარეშე კურორტის განაშენიანების საკითხის განხილვას ვხედავთ, როგორ ინგრევა აშენებული. ამ დროს გურიის გარედან შემოყვანილია ხალხი. სამსართულიანი სააგარაკო კოტეჯებიც კარგად შენდება_განაცხადა შემოქმედელმა ზურაბ გიორგაძემ.
_ გომისმთის განაშენიანების თემა 10 წელის მიმდინარეობს. მიდის წლები და ფაქტიურად გარდა შეზღუდვებისა არაფერი არ კეთდება _თქვა ოზურგეთელმა გურამ ასათიანმა.
_ თქვენ ამბობთ, რომ გომისმთის განაშენიანების გეგმის განხილვის მე-4 ეტაპზე ხართ. წინა სამი ეტაპზე ჩვენს გარეშე განიხილეთ? როდის გეგმავთ პროექტის საჯარო განხილვას? _შეკითხვა დასვა წითელმთიელმა კოტე თოდრაძემ.
_არიქა, უფასოდ ვაძლევთ მიწებს, დანომრეთ, დაანაწილეთ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან დაიძრა ადამიანები , გაჩაღდა მშენებლობები. ამბობდნენ, განაშენიანების გეგმა გვაქვს, სხვა თემებს ყველაფერი ეშველებაო…უნდა შეიქმნას ლეგალიზაციის კომისია. ხალხი მოტყუებას არავის არ აპატიებს. ბახმაროზე 4 ათასი სახლია უკანონოდ აშენებული, რას იზამენ?_დაანგრევენ ?_ემოციურად გამოვიდა ოზურგეთელი შაქრო ჩანქსელიანი.
_მომდევნო განხილვა ერთი თვის ფარგლებში იქნება, თქვენ შეგიძლიათ ყველა იფორმაციას გაეცნოთ მუნიციპალიტეტის მერიის ვებ.გვერდზე _უთხრა დარბაზში მყოფთ კომპანია „ნიუ სითი დეველოფმენთის“ ურბანისტმა თეკლა მენაბდემ.
ამ ეტაპზე მოსახლეობასთან შეხვედრა ამით დასრულდა.
_
მსგავსი სტატიები
- 80
ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის… - 77
დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო… - 75
სტიქიის შედეგად დაბა ნარუჯის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას წყლის მიწოდება დროებით შეზღუდული აქვს. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის ნაკადის მკვეთრი მატება გამოიწვია. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სისტემას. ძლიერმა ნაკადმა სატუმბი სადგურის საძირკველი გამორეცხა, რის შედეგადაც ობიექტი ნაწილობრივ წყლით… - 74
დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15ივნისის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკრებულოს სხდომაზე მოხსენება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარმოადგინა. მუხლი 152-4 მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოტრანსპორტის ნაწილებისა და აალებადი/ ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია. იურიდიული და მუნიციპალური დასაბუთება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას…
