სოფელ მთისპირში, ნემსაძეების უბანში ბესო ნემსაძის საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა. საბედნიეროდ ბესო და მისი დედა გულიზარ ნემსაძე ნგრევას გადაურჩნენ. აქ გამოქვეყნებული ფოტო რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში (ვაკიჯვრის თემი) ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით იგი საკუთარ სახლში დენის წყაროსთან მუშაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. ოჯახის წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ადგილზე მისულ ექიმებს, კაცი გარდაცვლილი დახვდათ.
სულ ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, გმირთა მოედანზე. გავრცელებული ინფორმაციით, ”ოპელის” მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამაც შემთხვევა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტვ. „გურიას“ ფოტო
სუფსაში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა ბათუმი-თბილისის მატარებელი. დაზიანებულია ავტომობილი _აღნიშნულ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობს. პოლიციის ინფორმაციის, ავარიის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. „ბათუმელების“ ფოტო.