გვიმბალაურელ კოსანდილე იმნაძეს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მენშევიკური პარტიის წევრებთან, მის ლიდერთან ნოე ჟორდანიასთან. მისი შვილები ვლასა და ჭიჭიკო ამ პარტიის წევრები იყვნენ.

ვლასა იმნაძემ სამხედრო განათლება მიიღო რუსეთში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში დაამთავრა საინჟინროსასწავლებელი და სამშობლოში ინჟინრის დიპლომით დაბრუნდა. მუშაობდა თბილისში, შემდეგ ჩაება სოციალ-დემოკრატიული პარტიის საქმიანობაში. მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესში. იგი იყო გვარდიის კაპიტანი და მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. ვლასა იყო ნოე ჟორდანიას პირად დაცვაში, რომელიც ძირითადად გურულებით იყო დაკომპლექტებული.

ვლასა იმნაძემ 1918 წ. ოსმალეთის წინააღმდეგ ომის დროს დიდი როლი შეასრულა ბათუმის დაცვის საქმეში. იგი მოხსენიებული ჰყავს მწერალ ალ. ქუთათელაძეს წიგნში ,,პირისპირ”.

საქართველოს ანექსიის შემდეგ  ვლასა მარსელამდე გაყვა ჟორდანიას. შემდეგ მან ქართველ ემიგრანტებთან ერთად დაიდო ბინა ლევილში. 1933 წელს ვლასას დედა გარდაეცვალა, რის შესახებაც შეიტყო გაზეთ ,,კომუნისტით”, რომელიც იგზავნებოდა საფრანგეთში. მშობლებზე უზომოდ შეყვარებულმა შვილმა ძალიან განიცადა დედის სიკვდილი. ორი წლის შემდეგ, 1935 წელს ვლასა გარდაიცვალა გულის მძიმე დაავადებით. იგი დაკრძალულია ლევილში.

მიხეილ (ჭიჭიკო) იმნაძე – გვარდიელი, ტაბახმელის ბრძოლის მონაწილე. ფოტო გადაღებულია მოწყალების დასთან ერთად.

მიხეილ (ჭიჭიკო) იმნაძეს დამთავრებული ჰქონდა თბილისის გიმნაზია, შემდეგ კომერციული სასწავლებელი. ჯერ მუშაობდა ლანჩხუთში მამასთან ერთად, შემდეგ თბილისში წავიდა და შევიდა ეროვნულ გვარდიაში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლიდან ტყეს შეაფარა თავი.

მოუსვენარმა და შფოთიანმა ცხოვრებამ მის ჯანმრთელობაზე მძიმე გავლენა იქონია, დაავადდა ტუპერკულიოზით და 1927 წელს გარდაიცვალა.

ლალი რამიშვილი,

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი

 

 

მსგავსი სტატიები

  • 80
    უცხოელები რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ლანჩხუთისა და გურიის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვეს.,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“  გრ. რობაქიძე მე-19   საუკუნის საქართველოს ისტორიაში  ნათელ ფურცლებს წარმოადგენს  ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს  საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას,  ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი  რაც შეიძლება უკეთ გაცნობის  კეთილშობილურ  მიზანს.  და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
  • 79
    „ჩვენთვის ფერიცვალობით მთავრდებოდა ფერადი გრძელი ზაფხული.“ფერცვალობას ყოველთვის ბახმაროზე ვიყავით. წინა საღამოს ბაბუა ამოგვაკითხავდა, მორჩილი, ხის, თავდაჭედილი ყუთით სასელა და თავრეჯულა მსხალს, გულა პამიდორს, ხორკლიან, ფორჩხის კიტრებს, კორკიმელს და ოტურს ამოგვიტანდა. 19 -ში დილიდან აივსებოდა, აჟრიამულდებოდა ბახმარო, დოღი ბახვისწყლის ჭალაში ნაშუადღევს გაიმართებოდა. ვაკიჯვრის და უჩხუბის მხარეს ფერდებზე აჭარლები შეეფინებოდენ. ზორტიყელელი და ჩანდრეკილელი დოსტები რომლებიც მთელი ბახმაროობა…
  • 79
    ევერესტის დაპყრობა: ტრიუმფი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალზე1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს.  ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს…
  • 78
    „ მსოფლიოს ბევრი მუზეუმი და წიგნთსაცავი ვერ დაიკვეხნის ასეთი განძით!“ვფიქრობ არამარტო ხელოვნების სასახლის, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საქართველოს კუთვნილება გახდა ექვსი მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერი. მათ შორისაა: საფრანგეთის სახელოვანი იმპერატორის ნაპოლეონ I-ის თორმეტსტრიქონიანი შესანიშნავი წერილი, თავად „ფრანგთა იმპერტორის“ კალიგრაფიითა და ხელმოწერით დამშვენებული! ასევე: ნეაპოლის მეფის, ნაპოლეონის სიძისა და მარშლის იოაჰიმ მიურატის კალიგრაფიით შესრულებული საყურადღებო წერილი და…
  • 76
    „გურული სიმღერა უნიკალური ფენომენია, რაც სულის საზრდოა ჩემი!“ბადრი ინგოროყვა _ბიოლოგი, ხელოვანი, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის ბავშვთა საერთაშორისო ცენტრის დირექტორი,მთამსვლელი. პირველი, ცნობილი ჟურნალისტის, ეთერ ქადეიშვილის (ამჟამად სქიმ მონაზონი დედა ეკატერინე) წიგნი „ელესა“ გადავფურცლეთ  და   წლების წინ ბადრი ინგოროყვასთან ჩაწერილი ინტერვიუ „სიმღერა _სულის საზრდო!“ წავიკითხეთ: * * * „_ რა არის სიმღერა ბადრისთვის? _გურული სიმღერა უნიკალური ფენომენია, რაც სულის საზრდოა…