„ლანჩხუთისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნინი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში გუშინდელ პროტესტს ეხმაურება, როცა მისმა გუნდმა „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა:
„15 წელია ფეხბურთში ვარ, საზღვარგარეთაც მითამაშია, ეროვნულ ნაკრებში დღემდე ვარ, არაერთი მეგობარი მყავს სხვადასხვა კლუბში, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, მსგავსი რამ არც მინახავს და არც გამიგია. რაც დღეს ხდება, ეს არის სრული მარაზმი! როგორ შეიძლება, ყველაფერი და ყველა ფულით იყიდო?! მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფაქტზე დუმს და უფრო მეტიც, ვიღაც თურქ მილიარდერს ამართლებთ (ისეთ ადამიანს, ვისაც თავის ქვეყანაში პატივს არ სცემენ), ადამიანები არ ხართ?“ _ კითხულობს „ლანჩხუთის“ კაპიტანი.
დღეს, გვიმბალაურში, ქალთა ლიგის ცენტრალური მატჩის დაწყებისთანავე „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა ბურთი ტრიბუნისკენ გადააგდეს და გამოფინეს ბანერი _ „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის მონაწილეა!“.
ამით მათ გააპროტესტეს სასამართლოს მიერ „ნიკე-ლუსოს“ აწ უკვე ყოფილი მფლობელის გამართლება, რომელსაც თავისი გუნდის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
„არ გეშინიათ არაფრის? არც უფლის? არ გეშინიათ, რომ ხვალ თქვენ ან თქვენი მეგობარი მსგავს სიტუაცია აღმოჩნდეთ? როგორ შეგიძლიათ, უბრალოდ, ხმა არ ამოიღოთ?? მართლა ფული ხო არ არის ყველაფერი ამ წუთისოფელში? მცხვენია ყველას მაგივრად, ვინც დუმს! მეცოდებით გულწრფელად. ღმერთმა ყველას აპატიოს. სიტყვები არ მაქვს და ვერ ვფიქრობ, ამ თემაზე საერთოდ რატო უნდა მიწევდეს ხმის ამოღება. სამართალმა უნდა იზეიმოს, ხალხის გვერდში დგომა და ხალხის ხმა თუ აღასრულებს სამართალს, თორე დღეს ფულს ვერ აჯობებ. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. არა ძალადობას! ვამაყობ, რომ ისეთი გუნდის წევრი და კაპიტანი ვარ, სადაც 3 ქულაზე და ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანი ადამიანობა, ღირსება და გვერდში დგომაა“ _ წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნინი ჩხარტიშვილი.
„გურია თუდეის“ფოტო
მსგავსი სტატიები
- 88
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 88
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი… - 84ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 83ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 83
გურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ…