პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ, თანაპარტიელებთან ერთად, დღეს, ოზურგეთში,„თეატრალურ მოედანზე“ ადგილობრივი მედიისთვის ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას კამპანია „საქართველოს გულისთვის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
ლევან ცუცქირიძის თქმით, მათი მიზანია რეგიონებში მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციაა.
ამ ეტაპზე ისინი გურიის რეგიონში არსებულ პრობლემებს ეცნობიან, ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, და აქვთ აქტიური დიალოგი მათთან. ცუცქირიძის განცხადებით, კამპანიის მთავარი მიზანიც ეს არის: საქართველოს თითოეული კუთხისა და მოსახლეობამდე პირდაპირი, უშუალო სიმართლის მიტანა, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, ადგილობრივი მცხოვრებლების რეალური პრობლემების შესწავლა და მათი შემდგომში პოლიტიკურ პრიორიტეტებად გარდაქმნა.
„თავისუფლების მოედნის“ გუნდი უკვე იმყოფებოდა იმერეთში, აჭარაში, კახეთში და საქართველოს სხვა რეგიონებში.
ამჯერად მთელი კვირის განმავლობაში ‘„თავისუფლების მოედანი“ გურიაშია, სადაც სამივე მუნიციპალიტეტში გააგრძელებენ მოსახლეობასთან კომუნიკაციას.
ლევან ცუცქირიძის თქმით, რეგიონული კვირეული ტრადიციულად შემაჯამებელი ღონისძიებით დაგვირგვინდება, 1 ნოემბერს გაიმართება ფართომასშტაბიანი ფორუმი სახელწოდებით: „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის – გურია“
„თავისუფლების მოედანის“ წევრები ოზურგეთიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაემგზავრნენ.
მსგავსი სტატიები
- 64როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…
- 64
ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული… - 63საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე „სამარცხვინო თავდასხმად“ აფასებს „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს. „სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“, _ აღნიშნავს პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“. „ვაიმარის სამკუთხედმა“ _ საფრანგეთის, პოლონეთისა…
- 63
ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის… - 63
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიას და გურიის სტუმრებს ფერისცვალება და ბახმარობის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, მთავრობის, პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომლებიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. პრემიერმა ბახმაროს პარკში ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. „ბახმარო გამორჩეულია განსაკუთრებული სილამაზით,…