ოზურგეთის საჩოგბურთო პირველობის ფინალური შეხვედრა დასრულდა.
ტურნირის გამარჯვებული გახდა გოგა ღლონტი, რომელმაც მძიმე ბრძოლაში ორ სეტში 7:5 6:4 სძლია ვაკო შარაშენიძეს და გასულ წელს მოგებული ტიტული წარმატებით დაიცვა.
აღსანიშნავია რომ ზაზა დამენიას თასის ფინალისგან განსხვავებით ამჯერად პირველ სეტში ინიციატივა ვაკო შარაშენიძემ იგდო ხელთ და 3:0 ზე დაწინაურებაც კი მოახერხა,მაგრამ ღლონტმა მაინც სათავისოდ შეძლო სეტის მოტრიალება და მატჩის სადავეები ხელიდან აღარც მეორე სეტში გაუშვა.
გოგა ღლონტი ჯერ კიდევ 2023 წელს შეუერთდა იმ ოზურგეთელ ჩოგბურთელებს რომლებმაც ერთ სეზონში ოზურგეთის სამი უმთავრესი სლემიდან ორი მოიგეს; ესენი არიან გივი სიამაშვილი 2018 წლის ოზურგეთის ჩემპიონი და ცოლიკოურის თასის მფლობელი ;ილია გელაშვილი, ოზურგეთის ჩემპიონი და ცოლიკოურის თასის მფლობელი 2021წ. და მამუკა ჩავლეშვილი ოზურგეთის ჩემპიონი და ცოლიკოურის თასის მფლობელი 2022 წ.
წელს ღლონტმა უკვე გაიმარჯვა ზაზა დამენიას თასის გათამაშებაში,მოიგო ოზურგეთის პირველობა და მისი ამჟამინდელი ფორმიდან გამომდინარე ძალზედ კარგი შანსი აქვს სეზონის მიწურულს წლის შემაჯამებელ ტურნირზე ,ცოლიკოურის თასზე გამარჯვებით ერთ სეზონში მოგებული სამი უმთავრესი სლემით გივი სიამაშვილის 2019 წლის შედეგი გაიმეოროს.
ზაზა დამენიას თასისა და წლევანდელი ოზურგეთის პირველობის ვერცხლის პრიზიორს, ვაკო შარაშენიძეს რაც შეეხება,ის ნამდვილად კარგ სეზონს ატარებს და შეიძლება თამამად ითქვას,რომ შორს აღარ არის ის დრო, როცა თავის პირველ საჩოგბურთო ტროფეის აღმართავს.
ოზურგეთის პირველობის ყველა გამარჯვებული და პრიზიორი 2017 წლიდან.
2017 დავით გოგოტიშვილი ილია გელაშვილი
2018 გივი სიამაშვილი. დავით გოგოტიშვილი
2019 გივი სიამაშვილი. მამუკა კილაძე
2020 დავით თავართქილაძე გივი სიამაშვილი
2021 ილია გელაშვილი. გივი სიამაშვილი
- მამუკა ჩავლეშვილი დავით გოგოტიშვილი
2023 ილია გელაშვილი. გივი სიამაშვილი
2024 დავით თავართქილაძე. გივი სიამაშვილი
2025 გოგა ღლონტი. ლევან ჟღენტი
- გოგა ღლონტი. ვაკო შარაშენიძე
მსგავსი სტატიები
- 87
ოზურგეთის საჩოგბურთო კორტებზე საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას თასის გათამაშება დასრულდა. ზაზა დამენია იყო ქართველი კაპრალი,რომელიც 2004 წელს ცხინვალის რეგიონში ოსურ და რუსულ სამხედრო დანაყოფების წინააღმდეგ გამართული ბრძოლისას დაიღუპა. ის საკუთარი სხეულით გადაეფარა სანგარში მტრის მიერ შემოგდებულ ხელყუმბარას და თავისი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა. ოზურგეთელი ჩოგბურთელები აღნიშნული ტურნირის… - 78
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 74
გურიის ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ფიგურაა ხარიტონ ჩხატარაშვილი. დაიბადა 1959 წლის 16 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი – ნინო და თემური, და ორი შვილიშვილი – ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (დღევანდელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი). საფეხბურთო… - 74
დღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, ქ. ოზურგეთში, რუსთაველის #39-ში მდებარე სტადიონ „მეგობრობისთვის“ კოტე გოგატაძის სახელის მინიჭების შესახებ. საკრებულომ ერთხმად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კოტე გოგატაძის შესახებ არერთხელ დაწერილი გაზეთ „ალიონის“ ფურცლებზე. ამჯერად გაზეთის ვებ.გვერდზე ALION.GE 2024 წლის 26 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას გთავაზობთ: ღირსეული ოჯახის ღირსეული… - 7323-28 სექტემბერს ქალაქ ბათუმში აჭარის თასის ღია გათამაშება გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა საჩოგბურთო სექციის აღსაზრდელებმაც მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული ტურნირი ოზურგეთელი ჩოგბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა. ოზურგეთელმა სპორტსმენებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 8 წლამდე კატეგორიაში ჩემპიონი დემეტრე ვასაძე გახდა…