ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი 20 ივნისს გამართულ აქციას „შინ ევროპისკენ“ „ტვიტერზე“ ეხმაურება და წერს, რომ საქართველო ევროპაა.
„საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას! ეს არის ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლის მქონე ერი. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გარე ქვეყანას ამის შეცვლა არ შეუძლია.
ევროკავშირის კარი ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხო, გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი“, – წერს ევროპარლამენტარი.
ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“ 20 ივნისის აქციის კადრებს აქვეყნებს და აცხადებს:
„ძვირფასო ქართველებო, მიხარია, რომ თქვენი ძალისხმევით შედეგია ეს დიდი შეკრება ამ საღამოს. თქვენ შეიკრიბეთ ყველასთვის, ვინც ძლიერ უჭერს მხარს ევროპულ ღირებულებებს თქვენს ქვეყანაში. ყველასთვის, ვისაც სურს იხილოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ყველასთვის, ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს.
თქვენ თავისუფლების მოყვარული ერი ხართ. თქვენ ევროპული ღირებულებების დიდი ხნის მხარდამჭერები ხართ, და ჩვენ ყველამ ეს კარგად ვიცით. ჩვენ მხარს გიჭერთ ყველა წამოწყებაში ამ გზაზე. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ევროპას!“, – აცხადებს კრამონი.
მსგავსი სტატიები
- 61ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 61დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 60ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 5828 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 55ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…