თანამედროვე ქართველი მწერალი ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენი და პროფესორი თემურ კილაძე, იტალიაში საკუთარი წიგნის, „ოქროს საწმისის“ იტალიური თარგმანის პრეზენტაციას გამართავს. ავტორი მკითხველებს პირადად შეხვდება.
პრეზენტაცია 7 ივლისს ქალაქ ბარიში ქართულ რესტორან ლაღიძის წყლებში, ხოლო 10 ივლისს ფლორენციაში რესტორან „ამალფიში“ გაიმართება. „ოქროს საწმისი“ იტალიურმა გამომცემლობა, „albatros“-მა გამოსცა და ის უკვე იტალიის წიგნების მაღაზიათა ქსელში იყიდება. სულ ვიმეორებ აჩუქეთ, რომანი თქვენს იტალიელ ნაცნობებს, რა იმიტომ რომ მე გამამდიდრებს, მთავარი მიზანია გააცნოთ უცხოელებს რომ არ ვართ ხელწამოსაკრავი ერი. რომანი მიუხედავად იმისა რომ 80 წლის ისტორიას ასახავს, ეს ანალიზი მხოლოდ ზედაპირულია, სხვანაირად იუმორი არ გამომივდოდა და წიგნი კი სავსეა სიყვარულით, ოპტიმიზმით და იუმორით. ჩემნაირების და თქვენნაირების ყოველდღიური ცხოვრებით. იქნებ ნაჩუქარი თქვენმა იტალიელებმა წაიკითხონ და თქვან, ახლა კი ვხვდები რატომ არიან ასეთი კარგი ქართველი „ბადანტეები“, თურმე მთელი ერი ყოფილა ასეთი საოცარიო“ _ აცხადებს მწერალი და წიგნის პრეზენტაციაზე გელით.
ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ქართველები იტალიაში“ ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 75საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 75"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 72დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 67ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 6328 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…