აქლემის გრიპი – ვირუსი, რომლის შესახებაც ბოლო დღეებში მსოფლიოში აქტიურად საუბრობენ. მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის ექსპერტები თავიანთ მოქალაქეებს, რომლებიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებიან, ახალი ვირუსის შესახებ აფრთხილებენ. აღნისნულ ინფორმაციას pia.ge ავრცელებს.
რა არის აქლემის გრიპი?
აქლემის გრიპი (იგივე MERS) არის რესპირატორული დაავადება, რომელსაც იწვევს კორონავირუსი სახელწოდებით – MERS-CoV-ი. ცნობილია, რომ დაავადება Covid 19-ის ნათესავია, წარმოდგენილი სიმპტომები ძალიან ჰგავს SARS-ის (covid) ვარიანტს. აქლემის გრიპი პირველად საუდის არაბეთში 2012 წელს გამოვლინდა.
დაავადება ვრცელდება ვირუსის მატარებელ აქლემებთან მჭიდრო კონტაქტით, აქლემის დაუმუშავებელი ხორცის ჭამით, ან არაპასტერიზებული აქლემის რძის მოხმარებით.
სხვადასხვა დროს ვირუსი დაფიქსირდა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, სამხრეთ აზიასა და აფრიკაში. ამჟამად არ არსებობს კონკრეტული ვაქცინა MERS-ის ანუ აქლემის გრიპის სამკურნალოდ.
აქლემის გრიპის გავრცელებაზე უკვე შიშობენ ბრიტანეთში, რადგან შესაძლოა კატარიდან დაბრუნებულმა გულშემატკივარმა ქვეყანაში დაავადება ჩაიტანოს. დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ უკვე გააფრთხილა ექიმები. The Sun-ის ცნობით, სააგენტომ განაცხადა:
„ექიმებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გუნდებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ MERS-ის გავრცელებას მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებისას“.
მსგავსი სტატიები
- 95აქლემის გრიპი - ვირუსი, რომლის შესახებაც ბოლო დღეებში მსოფლიოში აქტიურად საუბრობენ. მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის ექსპერტები თავიანთ მოქალაქეებს, რომლებიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებიან, ახალი ვირუსის შესახებ აფრთხილებენ. ამის შესახებ ინფორმაციას pia.ge ავრცელებს. რა არის აქლემის გრიპი? აქლემის გრიპი (იგივე MERS) არის რესპირატორული დაავადება, რომელსაც იწვევს კორონავირუსი სახელწოდებით –…
- 70დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 56გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 55სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 54ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…