საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა საერთო გუნდურ ჩათვლაში!
63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი შოთაძემ (ლანჩხუთი) შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა.
დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ), ცოტნე ანანიძემ (77 კგ) და ლაშა ტვილდიანმა (97 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. რომეო ბერიძემ (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ), საბა მამალაძემ (82 (ოზურგეთი) კგ), აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ), ლუკა გაბისონიამ (97 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (125 კგ) – ბრინჯაოები!
სასიამოვნოა, რომ გურულების მონაგარი ამ პრესტიჟულ ტურნირზე 2 მედალია_ოქრო და ბრინჯაო. ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე (მწვრთნელი ღლონტი), საუკეთესოდ გამოვიდა და დამსახურებელი პირველი ადგილი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა და საქართველოს ჩემპიონმა 23-წლიანებს შორის, ოზურგეთელმა საბა მამალაძემ ამჯერად ბრინჯაო დაიმსახურა. (მწვრთნელები გურამ მაჭარაშვილი, უჩა მჟავანაძე).
ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ და მწვრთნელებმა: მიხეილ მელუამ და მარად სურმანიძემ ჩაიყვანეს. ექიმ-რეაბილიტოლოგი – გიორგი მურცხვალაძე.
მსგავსი სტატიები
- 86დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 85საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 81ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებმ, ვახტანგ ბაგლიძის სახელობის სპორტის სასახლემ ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში ( 2010 - 2012 წელს დაბადებულთა შორის) უკვე ტრადიციადქცეულ შაქრო ტუღუშისა და იური ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღია პირველობას უმასპინძლა. ტურნირში საქართველოს მასშტაბით 350 მეტი სპორტსმენი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან იღებდა მონაწილეობას. როგორც ყოველთვის აღნიშნულ ტურნირზე წარმატებით…
- 7918 - 19 ნოემბერს ხელვაჩაურში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ყველა დროის გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა, ჭაბუკებს შორის ( სხვადასხვა წონით კატეგორიაში და ასაკობრივ ჯგუფში) ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში. ასპარეზობაზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბერძნულ - რომაული ჭიდაიბის სექციის სპორტსმენები და შინ 16 მედალი,…
- 7927-29 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომაში, უმცროს ჭაბუკებს შორის ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში, შაქრო ტუღუშისა და იური ხომერიკის სხოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ ხუთი ოქრო, სამი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაო წამოიღეს. ტურნირში გაიმარჯვეს და…