ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
აქციას მოსახლეობასთან ერთად გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები უერთდებიან. აქციაზე გურიის დელეგაციის დიდი ჯგუფი იმყოფება.
მათი ოთხი ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა წარმოადგენს.
_ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს მთავრობის განკარგულება, რომელიც რიონის ხეობის გადაცემას გულისხმობს უცხოელი ინვესტორის ხელში. მეორე მოთხოვნაა, გაწყდეს ხელშეკრულება კომპანია „ენკასთან“. მესამე, რომ 2015 წლიდან გაცემული ყველა დოკუმენტაცია გაბათილდეს და საბოლოოდ, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, – აღნიშნა რიონის ხეობის მკვიდრმა, ვარლამ გოლეთიანმა.
_ჩვენ რიონის ხეობის დამცველთა გვერდით ვართ. აქ საქართველოს მომავლის ბედი წყდება_-გვითხრა გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძემ.
მსგავსი სტატიები
- 56
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 55
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 49
ავტორი გია ბეშიტაიშვილი (წერილი მეცამეტე-მეთოთხმეტე) მოსკოვის მაქსიმ გორკის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკის «შესტიგრანიკის» ყველაზე დიდი დარბაზში, რომელიც 3000-მდე ადამიანზე იყო განკუთვნილი, ჩვენ ვიმუშავეთ 22.10.1973 წლიდან – 02.11.1975 წლამდე. იხ. სურათი. ამ ორ წელიწადში ყოველგვარი ტელევიზიის და რადიოს გადაცემების გარეშე, ჩვენ …
- 47
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…