დღეს, საქართველოს პირველობაზე რაგბიში პირველი ლიგის (ზედა ექვსეული) გათამაშების მეორე ტურში . ოზურგეთის „არწივები“ თელავში ადგილობრივ „ჭადარს“ შეხვდა. ოზურგეთელებმა ძლიერად ჩაატარეს ეს შეხვედრა, მასპინძლები 26: 7 დაამარცხეს და პრემიალური 5 ქულაც მიითვალეს.
ოზურგეთელთაგან ზურაბ ჟორჟოლაძემ ერთი ლელო დადო და 3 გარდასახვა შეასრულა; ლაშა პაპიძემ ერთი ლელო დადო, ხოლო მირზა შაინიძის სახელზე ორი ლელოა.
მეორე ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა;
„არმია“-„ტაო“ 75:0;
„ხვამლი“-„ყაზბეგი“20:26.
სტეფანწმინდის „ყაზბეგმა“ დაიბრუნა ლიდერობა _29 ქულა; მეორე პოზიციაზე თბილისის „არმიაა“ _ 26 ქულა; ხვამლს _19 ქულა აქვს.
ოზურგეთის „არწივები“ 9 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.
მსგავსი სტატიები
- 61დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 55დღეს, საქართველოს პირველობაზე რაგბიში პირველი ლიგის (ზედა ექვსეული) გუნდებს შორის გათამაშების მესამე ტურში . ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „ხვამლს“ უმასპინძლა. ოზურგეთელებმა ბოლომდე იბრძოლეს ამ მატჩში და სტუმრები 25:19 დაამარცხეს. ოზურგეთელთაგან გოჩა ჯიქიამ ორი ლელო დადო; თითო ლელო შოთა ცეცხლაძის და დათო ჩაუჩიძის ანგარიშზეა. ერთი ჯარიმა დაარტყა წარმატებით და ასევე ერთი გარდასახვა…
- 54საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 48ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 48საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…