დღეს, საქართველოს პირველობაზე რაგბიში პირველი ლიგის (ზედა ექვსეული) გუნდებს შორის გათამაშების მესამე ტურში . ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „ხვამლს“ უმასპინძლა. ოზურგეთელებმა ბოლომდე იბრძოლეს ამ მატჩში და სტუმრები 25:19 დაამარცხეს.
ოზურგეთელთაგან გოჩა ჯიქიამ ორი ლელო დადო; თითო ლელო შოთა ცეცხლაძის და დათო ჩაუჩიძის ანგარიშზეა. ერთი ჯარიმა დაარტყა წარმატებით და ასევე ერთი გარდასახვა შეასრულა ზურაბ ჟორჟოლაძემ.
დღესვე, გათამაშების ლიდერები სტეფანწმინდის „ყაზბეგი“ მეორე ადგილზე მყოფ „არმიას“ მასპინძლობს, ხოლო თელავში ბოლო ადგილზე მყოფი „ჭადარი“ მე-5 ადგილზე მყოფ სამცხე-ჯავახეთის „ტაოს“ მასპინძლობს.
ამ მოგებით „არწივებს“ 13 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში კვლავ მე-4 პოზიციაზე იმყოფება. მესამე ადგილზე მყოფ „ხვამლს“ 19 ქულა აქვს.
მსგავსი სტატიები
- 58დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 55დღეს, საქართველოს პირველობაზე რაგბიში პირველი ლიგის (ზედა ექვსეული) გათამაშების მეორე ტურში . ოზურგეთის „არწივები“ თელავში ადგილობრივ „ჭადარს“ შეხვდა. ოზურგეთელებმა ძლიერად ჩაატარეს ეს შეხვედრა, მასპინძლები 26: 7 დაამარცხეს და პრემიალური 5 ქულაც მიითვალეს. ოზურგეთელთაგან ზურაბ ჟორჟოლაძემ ერთი ლელო დადო და 3 გარდასახვა შეასრულა; ლაშა პაპიძემ ერთი ლელო დადო, ხოლო მირზა შაინიძის…
- 51საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 47ავტორები: ზურაბ აზმაიფარაშვილი; არქეოლოგი, პროფ. მერაბ ძნელაძე 1994 წლის გვიან შემოდგომის-გიორგობისთვის, ყინვიან შუადღეს, საქართველოს გამოაკლდა სამშობლოს თავისუფლების, მისი მომავლის მოტრფიალე მამულიშვილი, მოღვაწე მასწავლებელი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში – შოთა ინწკირველი. მისთვის 24 ნოემბერი ამ ქვეყანაზე მოსვლისა და წასვლის დღე აღმოჩნდა. იმ დღეს 65 წელი შეუსრულდა.…
- 46ოზურგეთის „არწივები“, პირველი ლიგის გუნდებს შორის, საქართველოს პირველობაზე რაგბიში, დღეს, მე-14 ტურის მატჩში, ქ. ფოთში ქუთაისის „ბაგრატს“ მასპინძლობდნენ. საქმე ის არის, რომ რაგბის ფედერაციამ ოზურგეთში,ზვანის რაგბის მოედანზე შეხვედრების ჩატარება შეაჩერა მანამ, სანამ სტადიონი არ იქნება სრულ წესრიგში. „არწივებმა“ უკეთ ითამაშეს და „ბაგრატი“ 15:13 დაამარცხეს. „არწივებს“ ამჟამად 52ქულა აქვს (10 მოგება,…